გიორგი ცხოვრებაძის 3 გოლი და პირველი ქულები ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ცხოვრებაძის 3 გოლი და პირველი ქულები ჩემპიონთა ლიგაზე
03.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხელბურთში, ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო შეხვედრა, ქართული და ევროპული ხელბურთის ერთ-ერთი სახასიათო ხელბურთელისთვის, გიორგიო ცხოვრებაძისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ქართველის ანგარიშზე მხოლოდ 3 გოლი დაფიქსირდა შვიდი მცდელობიდან, „ზაგრებისა" და „ეუროფარმ პელისტერის" შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში თამაში და მასპინძელი გუნდის სასარგებლოდ გოლების ათვლა, სწორედ ჩვენიანმა დაიწყო. სხვათა შორის, მეორე ტაიმშიც პირველი გოლი, გიორგის ანგარიშზეა.


თუმცა, ქართველის გოლის შემდეგ, სტუმართა გუნდმა მოაწყო 4 ბურთიანი გაქცევა და 1-5 წაიყვანა ანგარიშში. ამის, შემდეგ, მხლოდ თამაშის დაწყებიდან მე-19 წუთზე მოახერხეს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება (7-7) და საბოლოოდ, პირველი მეოთხედის მოგება ორბურთიანი სხვაობით 14-12. ამის შემდეგ, „ზაგრებმა" თავად მოახერხა პატარა „გაქცევის" მოწყობა როდესაც ანგარიშში 19-13 წაიყვანა და რეალურად, მეორე ტაიმის სასტარტო წუთების შემდეგ, მოწინააღმდეგეს, მიახლოების საშუალება თითქმის არ მისცა. ალბათ, ამაში დიდი წვლილი ხორვატთა მეკარის სანდრო მეშტრიჩის  დამსახურებაცაა, რომელსა საბოლოოდ 12 „სეივი" დაუგროვდა. აი, ფილიპ გლავაშის მიერ გატანილ გოლებში (10 გოლი) კი, ორ „ასისტს" თუ არ ჩავთვლით, კომბინაციურადაც, ცხოვრებაძის წვლილი დიდია.


აღსანიშნავია, რომ EHF-ის ჩემპიონთა ლიგაზე, არასახარბიელო სტარტის შემდეგ, თუმცა, ზოგადად 12 წარუმატებელი თამაშის შემდეგ (11 წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს), „ზაგრებმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა 27-23 (მატჩის სრული ოქმი), B ჯგუფში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.


"ზაგრები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მორიგ შეხვედრას 2026 წლის 18 თებერვალს გამართავს და  პსჟ-ს უმასპინძლებს. მანამდე კი, ქართველს ხორვატიის შიდა კალენდარულ თამაშებს თუ არ ჩავთვლით, ხელბურთში, ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს ასპარეზობა საქართველოს ნაკრებთან ერთად.


ფოტო: © RK ZAGREB HIMNA

სტატია რედაქტირებულია 04.12.26, 14:00