
მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ" ევროპა ლიგაზე მოგზაურობა დაასრულეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა პოლონურმა კლუბმა სტუმრად, შვეიცარიის „ბერნთან" ჩაატარა. მატჩს ინტრიგას სძენდა ის, თუ ვინ დაიკავებდა B ჯგუფში მესამე ადგილს. სხვა შემთხვევაში კი ორივე გუნდისთვის ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულებული იყო.
ამ გუნდებს შორის პირველ დაპირისპირებაში „ოსტროვიამ" ოთხი ბურთის სხვაობით - 32-28 გაიმარჯვა. ასე რომ, შვეიცარიელებს მესამე ადგილისთვის ხუთბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. „ბერნმა" მისია ვერ შეასრულა. შეხვედრა 28-28 დასრულდა.
ძირითადიდან არ დაუწყია თამაში პოლონელთა ქართველ ლეგიონერს, მაგრამ შემდგომში საკმარისად დაიტვირთა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. გავაშელიშვილმა ოთხი ბურთი გაიტანა. კარგი იყო დაცვაშიც.
„ოსტროვია" ევროთასების საგზურის მოპოვებას კვლავაც შეეცდება. ამისთვის კი პოლონეთის ლიგაში წარმატებული სვლის გაგრძელებაა.
გავაშელიშვილის გუნდი 5 დეკემბერს გდანსკის „ვიბრზეზეს" უმასპინძლებს.

|
|
|





ჩვენ








