
ვიდრე დეკემბრის პირველ დეკადაში იაპონია ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური სახეობების ორ ტურნირს უმასპინძლებს (ლაპარაკია ჯუდოში წლის ბოლო გრან სლემზე, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სეზონის ფინალზე), რომელსაც ქართველი ქომაგები დიდ იმედებს (სპორტულ წყვილებში მედლებისთვის ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ) უკავშირებენ, სტამბოლმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს „ბოსფორის თასს" უმასპინძლა.
შეჯიბრი ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში და საქართველოს წარმომადგენლებმაც, ორივეში მოახერხეს მედლების მოგება.
27-30 ნოემბერს „ბოსფორის თასი - 2025"-ზე უფროსი ასაკის კატეგორიაში საქართველო ჩვენმა წყვილმა სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვამ და ვლადისლავ კასინსკიმ წარადგინეს. ჩვენმა, მოცეკვავე წყვილი, აქვე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი დაიშალა, მარიას გარკვეული ხანი გაუცდა კიდეც, წელს კი, კვლავ გამოჩნდა ახალ მეწყვილესთან ერთად, საბოლოოდ, 15 წყვილს შორის 165.75 ქულით მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედლები მფლობელი გახდა.
27-28 ნოემბერს კი, „ბოსფორის თასი - 2025"-მა გამარჯვებულები იუნიორთა კატეგორიაში გამოავლინა, სადაც საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავდა. ბიჭებს შორის, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი კონსტანტინე სუპატაშვილმა (184.64 ქულა) მოიგო. სუპატაშვილმა ორივე პროგრამაში სტაბილურად მეორე ადგილზე გასვლა მოახერხა.
გოგონებში კი, საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა ინგა გურგენიძე და აშია ალახვერდიევა. საბოლოოდ, 28 მონაწილეს შორის, ინგა (174.37 ქულით) მას შემდეგ რაც მოკლე პროგრამა მოიგო, ხოლო თავისუფალში მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა, ორი პროგრამის ჯამში, მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. რაც შეეხება აიშას, მან მე-11 ადგილით დაასრულა ასპარეზობა, ამასთან ალახვერდიევამ, მოკლე პროგრამაში მე-12 ადგილი, მოკლე პროგრამაში მე-8-ზე გადმოცვალა. თუმცა, ჯამში 123.70 ქულით მე-11 ადგილს დასჯერდა.
მონაწილეობდნენ ჩვენი ნაკრების წევრები ინგა გურგენიძე ,კონსტანტინე სუპატაშვილი და აიშა ალახვერდიევა. ინგა და კონსტანტინე მე-2 ადგილისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ, ხოლო აიშა ალახვერდიევამ კი 28 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა.

|
|
|





ჩვენ








