
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, დღეს, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა და სამწუხაროდ, კვლავ დამარცხდა. ამჯერად, სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ, 3-0. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-12 წუთზე გაიხსნა. გოლის ავტორმა, შვეპლა გერბემჩა, მეორე ტაიმშიც, 59-ე წუთზეც გაგვიტანა და დუბლი გაიფორმა.
ჩრდ. მაკედონიაში მიმდინარე B5-ე ჯგუფის ეს შეხვედრა, რაღა დაგიმალოთ და მოედანზე, რომელიც ვიზუალურად ყანას უფრო ჰგავდა, სლოვენიური გუნდის უპირატესობით წარიმართა. ამაზე, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს. სალომე ხაჭაპურიძის კარის ჩარჩოში, თუ არ ჩავთვლით, სამ გატა23ნილ გოლს, ჩვენმა დღევანდელმა მოწინააღმდეგემ კიდევ ოთხჯერ დაარტყამ აქედან, ერთ მომენტში ხარიხამ გვიხსნა. საპირისპიროდ, ჩვენ კარის მიმართულებით სულ ოთხჯერ დავარტყით, აქედან ჩარჩში ბურთი არცერთხელ წასულა (მატჩის სტატისტიკა).
მატჩის ბედიც, რეალურად სლოვენიელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც, 23-ე წუთზე ზალა ომერზამ მეორე გოლი გაგიტანა და სლოვენიელებმაც, პირველი ტაიმი 2-0 მოგვიგეს. დღევანდელი თამაშში მარცხით, ჩვენ A დივიზიონში ამოსვლის შანსები სამომავლოდ გადავდეთ. რაც შეეხევა სლოვენიელებს, მათ ჯგუფში, ტურნირის მასპინძელი, ჩრდ. მაკედონიელების მსგავსად, 6 ქულა აქვთ და სლოვენიელებთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. საქმე ისაა, რომ დღეს, ჩრდ. მაკედონიამ აზერბაიჯანის 19-წლამდე გოგონათა ნაკრები 3-1 დაამარცხა.
ჯგუფის ბოლო ტურში, 1 დეკემბერს, ჩრდ. მაკედონიის ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება. მესამე ადგილის ბედს, რომელიც უფრო სიმბოლურია ლალე დავითაშვილის საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები კი, აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდება. თამაშები, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.

|
|
|





ჩვენ








