
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ბესო ახვლედიანმა ამერიკის ჩემპიონატში განსაკუთრებული აღიარება მიიღო. ის გასული სეზონის საუკეთესო შვიდ მოთამაშეს შორის მოხვდა და First Team All-MPSF-ში შეიყვანეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება Mountain Pacific Sports Federation-მა მიიღო. ახვლედიანი ამერიკის სტუდენტური ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში - California Golden Bears-ში ასპარეზობს, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია.
აღნიშნული ცნობა საქართველოს სპორტის სახეობების ფედერაციამ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს, რომლის რიგებშიც ახვლედიანიც ითამაშებს, 2026 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოუწევს ასპარეზობა. ქართველთა გუნდი, B ჯგუფში იასპარეზებს საბერძნეთის, ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად.
11.01.2026 / საბერძნეთი - საქართველო
13.01.2026 / საქართველო - ხორვატია
15.01.2026 / სლოვენია - საქართველო
ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 10-დან 25 იანვრის ჩათვლის სერბეთში, „ბელგრად არენაზე" ჩატარდება.

|
|
|





ჩვენ








