თეორიული შანსები, რომლებიც რეალურად, საფუძველს მოკლებულია
თეორიული შანსები, რომლებიც რეალურად, საფუძველს მოკლებულია
26.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და მხოლოდ, თეორიული შანსი, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში, უფრო ზუსტად პირველ და მეორე ადგილებზე მყოფ გუნდებში, თუმცა, ისევე როგორც თავის მხრივ, მესამე-მეოთხე ადგილზე განლაგებულ გუნდებს შორის რაიმე შეიცვალოს. ისევ და ისევ, ამ „იდილიის" არევა, როგორც 35-ე ტურის წინ, ამჯერადაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „დინამო თბილისს" შეუძლია, რომელსაც ზედა ოთხეულიდან, ყველაზე მძიმე ფინიში ერგო და ამასთან, მისი გუნდის წარმომადგენლები სანაკრებო (ახალგაზრდული ნაკრები) შესვენების შემდეგ, ტრავმირებულები დაბრუნდნენ. რეალურად თბილისელებს, სეზონის დასრულება განახევრებული გუნდით უწევს.


ზოგადად, ისტორიული გუნდისთვის მორიგი მძიმე წლის ბოლოს, რომლის სიმძიმის ხარისხიც მხოლოდ, კვალიფიცირებული ფეხბურთელების ყოლა-არყოლაზე არაა დამოკიდებული და ალბათ, თემაზე ჟურნალისტზე მეტად, თუკი ფეხბურთის, განსაკუთრებით ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაიწყებენ ლაპარაკს, უკეთესი იქნება, უკვე ჰაერში მუშტების ქნევაა. ისევე, როგორც რატომღაც დინამოელთა სამ თამაშზე გაფუჭებული და შესაბამისად, VAR-ის გარეშე გამართულ თამაშებზე, რომელმაც ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. თუმცა, თუკი ერთის შეხედვით, ზოგად პრობლემას საერთო ჭრილში გავაანალიზებთ და საჭირო, სამართლიან ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს საკლუბო ფეხბურთს, მხოლოდ სარგებელს მოუტანს.


ვიდრე, დღეს დასრულებულ 34-ე ტურის შესახებ ვიტყვით ცოტას, ისევ მოსალოდნელ თეორიულ შანსზე მინდა ვთქვა - თუკი, „დინამო თბილისმა" ორივე დარჩენილი შეხვედრა, ჯერ თბილისში „ტორპედოსთან" და შემდეგ, გორში „დილასთან" მოიგო, მაშინ საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია 1999" ხდება. თუკი, „იბერია 1999"-მა დარჩენილ ორ ტურში წაიბორძიკა - გასვლაზე „გარეჯთან" ან, საშინაო შეხვედრა „გაგრასთან" და ოთხ ქულაზე მეტი ვერ აიღო, ხოლო „დილამ" ორივე მატჩში გაიმარჯვა, მაშინ, ჩემპიონი „დილა" გახდება, რომელსაც 6 დეკემბერს, „დინამო თბილისთან" საშინაო მატჩამდე, ფოთში, „კოლხეთი 1913"-თან უწევს თამაში. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ გორელებმაც ქულების მაქსიმუმი აიღოს. აი, მესამე ადგილის ვარიანტში, კი, რომელისთვისაც განახევრებული „დინამო თბილისი" და სეზონის ბოლოს ოპტიმალურ ფორმაში შესული „ტორპედო" ეცილებიან ერთმანეთს, ქუთათურები, ბრინჯაოს მედლებს, მაშინ დაკარგავენ, თუ დარჩენილ ტურებში ქულების მაქსიმუმს ვერ აიღებენ, ან ბოლო ტურს ვერ მოიგებენ, თუკი ქართულ დერბიში დამარცხდებიან, რაც, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ნაკლებ სავარაუდოა.


თეორიულ შანსების ჭრილიდან, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილსაც რომ გადავხედოთ, აქ, არის შანსი „გარეჯმა" და „სამგურალმა" ადგილები გაცვალონ - ამისთვის, „გარეჯმა" ორივე თამაში უნდა მოიგოს. აი, „სამგურალს" კი, ძლიერთა შორის ადგილის გასამყარებლად, დარჩენილ ტურებში ერთი ქულაც ჰყოფნის.


ეს, რაც შეეხებოდა თეორიულ შანსებს. თუმცა, ამ ეტაპზე, ცხადია, რომ ზედა ოთხეულის ყველა წარმომადგენელი უეფა-ს 2026-2027 წლების ევროტურნირებზე იასპარეზებს. რაც შეეხება, დღეს დასრულებულ 34-ე ტურს, თუ არ ჩავთვლით კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრას, რომელშიც ბათუმის „დინამომ", „თელავი" 1-2 დაამარცხა და რეალურად გაინაღდა მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილი, დარჩენილი ოთხი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.


„გაგრა" - „გარეჯი" 4-1

„იბერია 1999" - „დინამო თბილისი" 1-0

„დილა" - „სამგურალი" 2-1

„ტორპედო" - „კოლხეთი 1913"  4-0


სატურნირო ცხრილი


ეროვნული ლიგის მომდევნო ტური 30 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატი კი, 6 დეკემბერს დასრულდება. თუმცა, ამის შემდეგ, გასარკვევი დარჩება ფლე-ოფების ბედი და იმ გუნდების ვინაობა მომავალ სეზონში, ვინ შეავსებს ელიგის ათეულს.


2025 წლის ბოლომდე, კერძოდ 10 დეკემბერს  გაირკვევა საქართველოს თასის გამარჯვებულის ვინაობაც  და არის კიდევ ერთი ინტრიგა - უეფა-ს ახალგაზრდული ლიგა, რომლის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც „დინამო თბილისი" ორ შეხვედრას (პირველში, პირობითი სტუმარი იქნება) 5 და 10 დეკემბერს „დინამო არენაზე", მინსკის „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. ორ რაუნდიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, კი, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 1/16 ფინალში გადაინაცვლებს.


ასე, რომ დაესწარით ეროვნული ლიგის თამაშებს, უქომაგეთ იმ გუნდს, ვისკენაც გული მიგიწევთ, მოითხოვეთ ფეხბურთელებისგან, მსაჯებისგან, მწვრთნელებისგან. ალბათ, საკუთარი თავისგანაც, ვინაიდან, ამის გარეშე შორს ვერ წავალთ.


ფოტო:  (C) "თელავი"