
თითქმის რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის" ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.
რამდენიმე წუთის წინ, ინგლისის „ჩემპიონშიპის" მეჩვიდმეტე ტურში „უოტფორდმა" „პრესტონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, გოლები პირველ ტაიმში გავიდა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, შემდეგ კი, „უოტფორდმა" გაუთანაბრა.
ქართველი ფეხბურთელი აპრილის შემდეგ მატჩის განაცხადში პირველად მოხვდა და ითამაშა კიდეც. გიორგი მოედანზე 74-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა მატჩში ანგარიშის შეცვლა მანაც ვერ შეძლო.
„ჩაკვემ" ბოლოს 5 აპრილს, „ბრისტოლის" წინააღმდეგ ითამაშა, სადაც ტრავმა მიიღო და თითქმის 8 თვის განმავლობაში არ უთამაშია.
17 ტურის შემდეგ „ჩაკვეს" „უოტფორდი" 24 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად, „ბირმინგემის" წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: (c) watfordfcofficial





ჩვენ







