
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონში ასპარეზობა ლალე დავითაშვილის გუნდმა სამწუხაროდ, მარცხით დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც მინი-ტურნირების ფორმატში ტარდება, ამჯერად, ჩრდ. მაკედონიაში იმართება და დივიზიონში დაწინაურებას, B5-ე ჯგუფიდან საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებთან ერთად, აზერბაიჯანისა და სლოვენიის ნაკრებები ცდილობენ.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძლებს ჩრდ. მაკედონიელებს დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა. უეფა-ს სტატისტიკურ ჩანაწერს თუ გადავხედავთ, ქართველთა ნაკრებს კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთი დარტყმა აქვთ შესრულებული, მოწინააღმდეგემაც შესაბამისად, ამ კომპონენტში გვაჯობა და კარის ჩარჩოში დარტყმული რვა შესაძლებლობიდან, ერთი ხარიხას გაარტყა, სამი გოლი კი (მიტკოვსკა 31', გროზდანოვა 50', პოპესკი 83') გაგვიტანა და ჯგუფში ლიდერი გახდა.
მეორე ადგილზე და მხოლოდ, ნაკრები გატანილი გოლის ხარჯზე, პირველი სათამაშო დრის შემდეგ მეორე ადგილზე არის სლოვენიის ნაკრები, რომელმაც, აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებს 2-0 სძლია. სლოვენიელთაგან, რომლებსაც ჩვენი გუნდი მეორე ტურში უნდა ეთამაშოს გოლები ომერზამ (2') და პრელოვშეკმა (31') გაიტანეს. აქედან, აღსანიშნავია, რომ სლოვენიელთა მე-18 ნომერმა საკუთარი გუნდი სწრაფი გოლით დააწინაურა, მოვლენების ასეთი განვითარება კი, ქალთა ფეხბურთში ბევრად უფრო მეტს წყვეტს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ვიდრე კაცთა თამაშის დროს. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ 28 ნოემბრამდე, საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები მომავალი მოწინააღმდეგის თამაშს, შესაბამისად გააანალიზებს და სწორი დასკვნებითა და აქცენტებით, მეორე ტურში სათამაშოდ გამოვა.
ბოლო შეხვედრას, ქართველი 19-წლამდე გოგონები 1 დეკემბერს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავენ. აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში, A ლიგის საგზურს, B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებული და ერთი საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილოსანი მიიღებს.
თემასთან დაკავშრებით, ასევე იხილეთ სტატიის ბმული.
ფოტო: სფფ

|
|
|





ჩვენ








