
IJF-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში რვა ქართველი ჯუდოკა აბუ დაბის გრან სლემი 2025-ში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 28-30 ნოემბერს ჩატარდება. წლის ბოლოს წინა გრან სლემზე, ამ მომენტისთვის 53 ქვეყნის 390 ათლეტია რეგისტრირებული. ქართული გუნდი კი, 6 წონით კატეგორიაში შეეცდება მედლების მოგებას.
სამი დღის მანძილზე ქართული დროშისთვის ტატამზე გავლენ:
-60კგ გიორგი სარდალაშვილი
-66კგ თემურ ნოზაძე
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი
-73კგ მიხეილ ბახბახაშვილი
-81კგ დიმიტრი გოჩილაიძე, ჯუმბერ მელაძე
-90კგ ლაშა ბექაური
+100კგ ირაკლი დემეტრაშვილი
აღნიშნული შეჯიბრის ყურება, ჯუდოს ქართველ გულშემატკივარს, JUDO.TV-ის პირდაპირი რეპორტაჟისას შეეძლება.
აქვე გეტყვით, რომ წლის ბოლო გრან-სლემზე, რომელიც 6-7 დეკემბერს ტოკიოში ჩატარდება, ქართული გუნდი ამ მომენტში 13 ჯუდოკის (9 ბიჭი, 4 გოგო) არის რეგისტრირებული. თუმცა, ჯერ აბუ დაბი „გადავაგოროთ" და ტოკიოს, შემდეგ მივხედოთ.





ჩვენ







