იმედგაცრუებით, თუმცა, მიზნისკენ გზას აგრძელებენ
იმედგაცრუებით, თუმცა, მიზნისკენ გზას აგრძელებენ
22.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დეკემბრის დასაწყისში, იაპონიაში ფიგურული ციგურაობის 2025 წლის გრან პრის სეზონის ფინალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული სპორტული წყვილი - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მიიღებს. ფინალში, რომელშიც მონაწილეობის უფლება ექვსი ეტაპის მიხედვით საუკეთესო ექვსეულს აქვს, ნასტიამ და ლუკამ, რომლებმაც ჩინეთის ეტაპი მოიგეს, აშშ-ში კი, ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.


გრან-პრის ეტაპებზე სულ ბოლოს კი, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპარეზეს. საქართველოს წარმომადგენლებმა, მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ, 70.42 (36.94/ 33.48) ქულა დაიმსახურეს, რაც სპორტსმენების აზრით, არასამართლიანი იყო.          


„ვფიქრობ, გუშინდელის შემდეგ, რომელმაც საკმაოდ გაგვიცრუა იმედები, დღეს, უნდა ვიამაყოთ. დროში ცდომილების მიუხედავად, მხოლოდ ორი საათი მოვახერხე დაძინება და მთელი ამ დროის მანძილზე, ქორეოგრაფიული სიქვენსები მესიზმრებოდა, რის გამოც, დავისაჯეთ, თუმცა, ახლაც ვერ გამიგია რატო. ასე, რომ ახლა შემიძლია ვიამაყოთ. მე არ მინდა საგაზეთო სტატიების ჰედლაინების საბაბი გავხდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტექნიკურმა პანელმა სათანადოდ ვერ შეაფასა აწევის სირთულე. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ ვიყურებით და ვაგრძელებთ მზადებას, მომავალ კვირაში, გველის საქართველოში სატელევიზო შოუ და ამის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადებით", - ამბობს გლებ სმოლკინი, "Golden Skate"-თან გაკეთებულ კომენტარში, ასპარეზობის დასრულების შემდეგ.


თავისუფალში მე-5 შედეგი აჩვენეს 113.71 (62.91 / 50.80), თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, 184.13 ქულა დააგროვეს და მხოლოდ, მე-6 ადგილს დასჯერდნენ.


შეგახსენებთ, რომ 2026 წელს ქართველი ფიგურული მოციგურავეებისთვის ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტი, ზამთრის ოლიმპიური თამაშები იქნება, სადაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში დიანა და გლებიც იასპარეზებენ.



ფოოები აღებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ინსტაგრამ გვერდიდან