„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია
22.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ჯუდოსთვის საკმაოდ წარმატებულ წელს, ჩენებმა, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ამრიგად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების - ეთერ ლიპარტელიანის, სოფო სომხიშვილის, მარიამ ჭანტურიას, გურამ თუშიშვილის, ლუკა მაისურაძის ყულაბა მორიგი შერეულ გუნდური მედლით  შეივსო, 2025 წლის სეზონზე გიორგი ჩიხელიძის, ლუკა ჟღენტისა, ლაშა შავდათუაშვილისა და თამაზ ბიგანაშვილისთვის ეს გუნდურ კონტექსტში პირველი მედალი იყო. "გოლდენ გორმა" კი, ბრინჯაოს მედლებთან ერთად, 15000 ევროც მოიგო.


ბრინჯაოს მედლებისთვის ქართველთა გუნდი, სტამბოლოს „გალათასარაის" დაუპირისპირდა და 1-4 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა, ბრინჯაოს ფინალი მარცხით დაწყო - ლუკა ჟღენტმა წააგო. თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში, სოფო სომხიშვილმა, მორიგ ჯერზე, ამდენად ჯუდოს ჩემპიონთა ლიგაზე, პრინციპული ქულა მოუტანა გუნდს და ანგარიში გაათანაბრა. მომდვენო ქულა, გორელებს, „თუშამ" მოუტანა, ეთერ ლიპარტელიანმა კი, თურქები, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, თან ეფექტური იპონით მოიგო. რეალურად, თურქებს, დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ეჯერ თოქთაიც ყველანაირად ეცადა, ქულა აეღო - ჩიხელიძემ, შეხვედრის ბოლოსკენ გადაძალა მეტოქეს და გუნდს, გამარჯვება დაუფიქსირა.




დღეს ბელგრადში, ქართველი ჯუდოკების გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გორის კლუბის სახელით, „გოლდენ გორი" ასპარეზობდა, ნამდვილად ჰქონდა შანსი „გოლდენ გლორი", როგორც JUDO.TV-ის კომენტატორებს ხშირად ეშლებოდათ ხოლმე, ბოლოს კი, გარითმეს კიდეც, გამხდარიყო. თუმცა ოქროს მედლებამდე, ჩვენებს ნახევარფინალში ჰქონდათ ჩავარდნა, როდესაც ტურნირის მასპინძელ სერბულ „რედ სტართან" მშრალი ანგარიშით 0-4 წავაგეთ. ამ დაპირისპირებაში მარიამ ჭანტურიამ, ლუკა ჟღენტმა, სოფო სომხიშვილმა და გურამ თუშიშვილმა წააგეს.


ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე რომელიც სერბეთის დედაქალაქში დღეს დილით დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ, პარი სენ ჟერმენის გამარჯვებით დასრულდა (ფინალში „რედ სტარი" 4-2  დაამარცხეს), სტარტი 13-მა გუნდმა აიღო. საქართველოს წარმომადგენელი, „გოლდენ გორი" მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ დაპირისპირებაში, ყაზახეთის ნაკრები 4-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბრძოლები მოიგეს, ჩიხელიძემ, ჭანტურიამ, თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა.


სრული მიმდინარეობა იხილეთ ბმულზე.



სხვათა შორის დღეს გერმანული TSV Abensberg-ის შემადგენლობაში, ჩვენი საბა ინანეიშვილი ასპარეზობდა, თუმცა, გუნდისთვის გადამწყვეტი შეხვედრა, ჩვენებურმა ბოლო წამებზე წააგო და გუნდთან ერთად, გათამაშებას გამოეთიშა.


ფოტო: EJU