
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრა, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, დრამატულ ბრძოლაში ორი ქულით, 23-25 წააგო.
მთელი შეხვედრის მანძილზე, სტუმარი გუნდის წარმომადგენლები წინ იყვნენ და საწყისს წუთებში, ამ უპირატესობას, ბორჯღალოსნების უყურადღებობას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აბჟანდაძის დარტყმით საქართველოს ნაკრებმა გახსნა, თუმცა, ზემოთხსენებული გარემოებების გამო, მალე იაპონელები დაწინაურდნენ და პირველი ტაიმიც მოიგე 6-16. მეორე ტაიმშიც, ქართველთა გუნდი ძირითადად, მდევრის როლში იყო, თუმცა, ეს ტაიმი ჩვენი გუნდისთვის უფრო შედეგიანი იყო, ორი ლელოს დადებაც მოვახერხეთ და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე წინ გასვლაც მოვახერხეთ, 23-22. ბოლო წამზე აკიდებული ჯარიმა, ბორჯღალოსნებს, წაგებულ მატჩად დაუჯდათ. ჩვენ 23-25 დავმარცხდით.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები ორი მოგებითა და ერთი მარცხით დაასრულა. თუმცა, რიჩადრ კოკერილის გუნდისთვის დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იყო - მოგების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგში პირველ 12 გუნდს შორის ადგილს ინარჩუნებდნენ და მსოფლიოს თასის 2027 წლის გათამაშებისთვის მეორე კალათში მოხვდებოდნენ. თუმცა, ახლა ჯგუფურ ეტაპისთვის წილისყრაზე მესამე კალათიდან დავიწყებთ.
საქართველო იაპონია 23-25 (6-16)
ლელო: თაფლაძე, კახოიძე / გარდასახვა: აბჟანდაძე (2) / ჯარიმა: აბჟანდაძე (3)
ფოტო: რაგბის კავშირი





ჩვენ







