
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. ლალე დავითაშვილის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში მასპინძელი ჩრდ. მაკედონიის, სლოვენიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან ერთად A ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. ტურნირის ფორმატის შესაბამისა დივიზიონში დაწინაურება B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულსა და ერთი საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილოსანსაც ექნება.
აღნიშნული თამაშებისთვის ქალთა ლიგის დასრულებისთანავე, ჩვენი 19-წლამდე გოგონათა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" 20 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბ - მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე („ელიტა"), ნინო მეტრეველი („რუსთავი"); დაცვა: ლიზი ლომოური („ახალგორი"), ლოლიტა კალოიანი („რუსთავი"), ნათია ცეცხლაძე („კვარტალი"), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი"), მარიამ კაკულია („ელიტა"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე („რუსთავი"), მარიამ მამფორია („რუსთავი"), ნათია ჯოჯუა („ელიტა"), მარიამ გოგოლაძე („თეთრიწყარო"), ანა საღირაშვილი („ნორჩები"), ნინო გობაძე („თეთრიწყარო"), კეტო მეტონიძე („რაჭა 2020"), მარინა შიოლაშვილი („გორი იუნაიტედი"), ნინიკო ჩხეტიანი („რუსთავი"), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი"), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო"), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი", აშშ), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო").
ქალთა ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ 2025 წლის საფეხბურთო სეზონში ქალთა შორის ბომბარდირი კესო მეტონიძე გახდა, რომელმაც „რაჭა 2020"-ის მაისურით, ქალთა ლიგაში 54 გოლის გატანა მოახერხა.
ლალე დავითაშვილის გუნდი თამაშების განრიგი კი ასე გამოიყურება:
25 ნოემბერი / საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია / 15:00
28 ნოემბერი / სლოვენია - საქართველო / 15:00
1 დეკემბერი / აზერბაიჯანი - საქართველო / 15:00
ფოტო: სფფ





ჩვენ







