ჩვენს გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის ფლე-ოფების წყვილები გაირკვა
ჩვენს გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის ფლე-ოფების წყვილები გაირკვა
20.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ჯგუფში გაგვიმართლა თუ არა? ფაქტია არა, თუმცა, ახლა, როდესაც უკვე, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის წყვილებს ვუყურებთ, არც სხვა ჯგუფებში გვექნებოდა საზეიმოდ საქმე, ამიტომ ახლა, ყველას - ფეხბურთელებს, სამწვრთნელო გუნდს, ფედერაციას, მედიას, გულშემატკივარს და მთლიანად ქვეყანას დამშვიდება გვმართებს, გაანალიზება, ამ წარუმატებელი გვერდის გადაფურცლა და ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა გვმართებს და ეს ყველაფერი მშვიდ გონებაზე უნდა გავაკეთოთ.


ამასობაში კი, ჩვენს გარეშე, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ევროპის კონტინენტიდან, დარჩენილი ოთხი საგზურისთვის რვა გუნდი 2026 წლის მარტში ფლეი-ოფში იბრძოლებს. დღეს წილისყრა გაიმართა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფის მეტოქე, თურქეთის ნაკრები 26 მარტს 1/2 ფინალში საკუთარ კედლებში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, 31 მარტს, ფინალში, სლოვაკეთი-კოსოვოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ფლე-ოფის ეტაპი ერთ რაუნდიანია, შესაბამისად, გუნდებს, შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ ექნებათ და საშინაო კედლებიც, ალბათ ბევრს გადაწყვეტს.


დღეს გამართული წილისყრის შემდეგ კი, ევროპის კონტინენტიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურებისთვის გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:


1/2 ფინალები - 26 მარტი, 2026

1 ნახევარფინალი: იტალია - ჩრდ. ირლანდია

2 ნახევარფინალი: უელსი - ბოსნია და ჰერცეგოვინა

3 ნახევარფინალი: უკრაინა - შვედეთი

4 ნახევარფინალი: პოლონეთი - ალბანეთი

5 ნახევარფინალი: თურქეთი - რუმინეთი

6 ნახევარფინალი: სლოვაკეთი - კოსოვო

7 ნახევარფინალი: დანია - ჩრდ. მაკედონია

8 ნახევარფინალი: ჩეხეთი - ირლანდია


ფინალები - 31 მარტი, 2026

1 საგზური:  უელსი /ბოსნია და ჰერცეგოვინა - იტალია / ჩრდ. ირლანდია

2 საგზური: უკრაინა / შვედეთი - პოლონეთი/ ალბანეთი

3 საგზური: სლოვაკეთი / კოსოვო6 - თურქეთი/ რუმინეთი

4 საგზური: ჩეხეთი /ირლანდია  -  დანია / ჩრდ. მაკედონია


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს სამი ქვეყანა, კანადა, მექსიკა და აშშ უმასპინძლებს. თამაშები 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.  საერთო ჯამში, მატჩებს აშშ-ს 11 (ატლანტა, ბოსტონო, დალასი, კანზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნიუ იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და სიეტლი), მექსიკის 3 (გვადალახარა, მეხიკო სიტ , მონტერეი) და კანადის 2 (ტორონტო, ვანკუვერი) უმასპინძლებს. ფინალი კი, 2026 წლის 19 ივლისს, ნიუ იორკში, „ნიუ ჯერსის" სტადიონზე გაიმართება.