
22 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირში, რომელშიც საერთო ჯამში, მონაწილეობას 10-დან 20 (ყოველ შემთხვევაში IJF-სა და judo.tv-ს მონაცემებს შორის მონაწილე ქვეყნების რიცხვში ცდომილებაა, რაც ბუნებრივია საკლუბო განაცხადში სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობაზე მიანიშნებს) ქვეყნის 166 ჯუდოკა მიიღებს. მათ შორის ქართული გუნდის განაცხადში 10 სპორტსმენია დასახელებული.
თუმცა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით, ჩვენი ქვეყანა ბელგრადში კლუბით, „გოლდენ გორით" იქნება წარმოდგენილი, რომელშიც 8 სპორტსმენია (3 ქალი და 5 კაცი) გაერთიანებული, მათ შორის მოქმედი ჩემპიონები შერეულ გუნდურ შეჯიბრში და ქალთა შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი:
-57კგ - ეთერი ლიპარტელიანი
-70კგ - მარიამ ჭანტურია
+70კგ - სოფიო სომხიშვილი
-73კგ - გიორგი ჩიხელიძე, ლაშა შავდათუაშვილი
-90კგ - ლუკა მაისურაძე
+90კგ - თამაზ ბიგანაშვილი, გურამ თუშიშვილი
წინასწარი შეხვედრები ხვალ, 22 ნოემბერს ბელგრადის დროით, დილის 10:00 საათიდან დაიწყება. შეჯიბრის პირდაპირი ტრანსლაცია კი, JUDO. TV -ის არხით არის შესაძლებელი.





ჩვენ







