
დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის მეხუთი ტურის შეხვედრაში აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის სამგზის ჩემპიონსა და 2025 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა და 0-2 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დამარცხდა. ვინმემ, შესაძლოა თქვას, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მსგავსად, რომელიც იმავე ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ახალი შესარჩევი ციკლისთვის თაობა გერმანიის ნაკრებსაც ხომ შეეცვალაო, თუმცა, ერთი გარემოება, ალბათ, მაინც გასათვალისწინებელია - ის, შეცვლილი თაობაც კი, გერმანიის ბუნდესლიგის გუნდებში ირიცხება და უფრო მეტიც, თამაშობს კიდეც. ამას ჩვენი ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ფეხბურთელები დავუპირისპირეთ, რომლებსაც ზოგჯერ, არც იმ ლიგის სათამაშო გამოცდილება აქვთ.
„იცით, რომ ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. ლიგა 1-დან გვყავს ფეხბურთელები, არიან ლიგა 2-დანაც. მათთვის ასეთ მატჩებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი გამოცდილება. ნებისმიერ დანაკლისი არის ჩვენთვის უდიდესი, თუნდაც, ეს დანაკლისი იყოს ერთი ფეხბურთელი", - იტყვის რამაზ სვანაძე მატჩის დასრულების შემდეგ.
დანაკლისი კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ნამდვილად დიდ ჰქონდა. დავიწყოთ, იმ ფეხბურთელებიც, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს - სანდრო ნარიმანიძე და გაბრიელ სიგუა, რომელთაგან, ნარიმანიძეს სკამზე მოუხდა ნოემბრის თამაშებზე ჯდომა, სიგუას კი, ტრავმის გამო არ მოუწია თამაშები. შეკრების დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა ვერც ირაკლი იეღოიანი. ამას მოდი დავუმატოთ ტრავმირებული ვახო სალია, ლუკა ლაცაბიძე, რომელმაც ტრავმა ბერძნებთან მატჩის დროს მიიღო. მოკლედ, სვანაძის გუნდი რომელიც ამ ფორმაციით სექტემბრის თამაშისთვის პირველად შეიკრიბა.
„ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის შეცვლა პროცესში. წინა შეკრებებზე თამაშობდა დაცვის სხვა ხაზი, ცენტრალური მცველები და საყრდენები მყავს მხედველობაში, ხერხემალი გამოგვაკლდა ამ თამაშებზე, თან ყველაზე გადამწყვეტ თამაშებში. თუმცა, იმ ბიჭებთან, ვინც მათ ცვლიან, არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მივიღოთ ის შედეგი რაც დღეს გვაქვს", - ამბობს სვანაძე და დასძენს რომ გამოსავალი ფეხბურთელთა კლუბებში ჩატარებული სამუშაოა იქება.
თამაშის შემდეგ, სვანაძე იტყვის, რომ მისი ფეხბურთელები შეეცადნენ ყველა ის დავალება შეესრულებინათ რაც თამაშამდე მიიღეს. თუმცა, გეგმიდან მას შემდეგ გადაუხვიეს, როცა პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბოლო წამებზე სტანდარტულის შემდგე გოლი გაუშვეს. ეს ყოველივე კი, გერმანიის ნაკრების სრული უპირატესობის ფონზე ხდება. გასახდელში გოლი, ლენარტ კარლიმ გაგვატანა. ალბათ, ამ გოლში ყველაზე ნაკლებად პაპუნა ბერუაშვილს დავასახელებთ, რომელსაც 21-წლამდეთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, თანაც პირდაპირ „ლომის ხახაში" ამოჰყო თავი, ჯერ საბერძნეთში, დღეს კი თბილისში.
„მიშო მაქაცარიას სათადარიგო სკამზე გადანაცვლების მიზეზი იყო მისი სათამაშო პრაქტიკა. „დინამო 2"-შიც კი, ამ ბოლო დროს მას ჰქონდა სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ამიტომ, ლოგიკური და ბუნებრივი იყო, არჩევანი რომ გაკეთდა ბერუაშვილზე, რადგან ვთვლი, რომ მთავარი არის სამართლიანობის პრინციპი. ვთვლი, რომ პაპუნამ გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით პირველ თამაშში ჰქონდა ხარვეზები, როდესაც კითხვაში ფსიქოლოგიურ ასპექტებს გაუსვით ხაზი, უფრო საბერძნეთში იგრძნობოდა ეს. დღეს, უკვე ნამდვილად ნორმალურად ჩაატარა მთელი თამაში, მიუხედავად თამაშის მსვლელობისას დიდი დატვირთვისა და ესეც ბუნებრივი პროცესია. სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ ძალიან, საბერძნეთისა და გერმანიის ნაკრებების მიხედვითაც, რომ ვიმსჯელოთ. მათი ფეხბურთელები კლუბებში იღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა ასეთი თამაშებისთვის. ჩვენი ფეხბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ან რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში", - ამბობს სვანაძე.
საკლუბო გამოცდილების ფეხბურთელი კი, რომელსაც უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზეც მოუწია თამაში, საბა ხარებაშვილი კი, რომელიც პირველ ტაიმში, გურამ ჯაფარიძესთან ერთად ფლანგიდან ურღვევდა გერმანელებს იდილიას, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე შეცვალეს. ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ უკვე საკლუბო ფეხბურთში, ლაცაბიძესთან ერთად, „დინამო თბილისს", დარჩენილ და მნიშვნელოვან ოთხ თამაშში საბაც არ დააკლდება. მით უმეტეს, რომ არაა გამორიცხული მას უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზეც, მინსკის „დინამოს" წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. სხვათა შორის, სწორედ საბას არ ყოფნის მომენტში გავიდა მეორე გოლი ჩვენს კარში. სხვაობა ორამდე 58-ე წუთზე ნიკოლო ტრეზოლდიმ გაზარდა.
სვანაძის გუნდი ცვლილებების შემდეგ ოდნავ გამოცოცხლდა, თუმცა, დღეს გოლის გატანა ვერ მოახერხა. დავაში უფრო მეტი გუნდურობა იყო, ვიდრე თავდასხმაშიო- იტყვი სვანაძე, რომელიც ჩვენს კითხვას, რეალურად ჩააგდო თუ არა წელი ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა, ასეთი პასუხს გასცემს:
„მე პასუხისმგებელი ვარ იმ ნაკრებზე, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვარ. რეალურად, ჩავარდნები ხდება. 19-წლამდე ნაკრები რომ ავიღოთ, ყველამ იცით, ბოლო ხუთ წელიწადში რამდენჯერ ითამაშა ელიტ-რაუნდში. ყველა ამ ინფორმაციის ფონზე, შედეგი დადებითია. თუკი ჩავარდნა ხდება, ეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში ხდება. ამიტომ, თუკი ასეთი მოხდება, ეს უფრო მეტი პოზიტივია, თუ გრძელვადიან ჭრილში შევაფასებთ ამ ყველაფერს, ვიდრე, ნეგატივი".
რამაზ სვანაძე თვლის, რომ 2024 წელს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ყველაზე მთავარი ევროპის ჩემპიონატზე მეორედ და პირველად მოპოვებული საგზურით, მონაწილეობა იყო. „პასუხისმგებელი სადაც ვმუშაობ ვარ მე და მე-8 წელი დაიწყება რაც ამ გუნდში ვარ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არის ძალიან კარგ გზაზე, მიუხედავად იმ მცირე ჩავარდნისა, რომელიც ახლა არის. ვთვლი, რომ ეს ბუნებრივი პროცესია. დარწმუნებული ვარ, შედეგებიც გაუმჯობესდება", - ამბობს სვანაძე.
შედეგების გაუმჯობესებას კი, 2026 წლის მარტიდან დაველოდებით, როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სახლში ლატვიასა და შემდეგ, მალტის ნაკრებებს უმასპინძლებს. შემდეგ, სექტემბერში საბერძნეთს. ოქტომბერში კი, ჯერ ჩრდ. ირლანდიაში ჩავა და შემდეგ, ჯგუფის ბოლო შეხვედრას გერმანიაში გამართავს. ასე რომ შანსი, ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან ასვლა მოახერხოს, თეორიულად ჯერ კიდევ არის. სანმა შანსია კიდევ, ბრძოლა, ბოლო წვეთამდე ღირს.





ჩვენ







