
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიას, მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლა. ჩვენი გუნდი 0-2 დამარცხდა. მატჩის შემდგომ ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა.
გერმანიასთან დასრულებულ მატჩზე
„ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. ჩვენსა და გერმანიას შორის, დიდი სხვაობაა. ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ, დღესაც მაქსიმუმი გააკეთეს. დავალებები, რაც გვქონდა მიცემული, ეცადნენ და ნორმალურად შეასრულეს. თუმცა, გვგქონდა სერიოზული პრობლემები ბურთის ფლობაში, განსაკურებით შეტევაში. აქ სამუშაო ძალიან ბევრია. თუმცა, დღეს ეს რეალობა გვაქვს და გვაქვს, ძალიან ბევრი პრობლემა.

ახალგაზრდულის დანაკლისზე
საბერძნეთთან თამაშში, ლუკა ლაცაბიძემ ტრავმის გამო დატოვა თამაში. გვაქვს გამოკვლევის პასუხები. მას კოჭ-სახსრის ტრავმა აქვს. არ არის რთული ტრავმა, თუმცა მტკივნეულია და თამაშში ხელს უშლის.
საბა ხარებაშვილის ტრავმის სიმძიმეზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. ჩაუტარდება გამოკვლევა და იმედია, ყველაფერი მასთან დაკავშრებით კარგად იქნება.
ამ შეკრების წინ რთულ სიტუაციაში ვიყავით, ირაკლი იეგოიანი გამოგვაკდლდა. ამას გარდა არ გვყავდა ის ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში დაწინაურდნენ. ახალგაზრდული ნაკრების დანიშნულება ისაა, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მიაწოდოს ეროვნულ ნაკრებს. მე და ვილის, როდესაც ის თბილისშია, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. არიან დღევანდელ ახალგაზრდულ ნაკრებში ფეხბურთელები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ეროვნულ ნაკრებში თამაში.
ისედაც ახალი გუნდია და ნებისმიერი დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთულია. ამ შეკრებაზე პრაქტიკულად გუნდის ხერხემალი გამოგვაკლდა.

გამოსავალი
ბევრი უნდა ვიშრომოთ, ვიმუშაოთ, ფეხბურთელებმაც, საკუთარ კლუბებში აუცილებლად უნდა იმუშაონ. დაცვაში დღეს, უფრო მეტი გუნდურობა იყო, რასაც ვერ ვიტყვი შეტევაზე. შესარჩევის ბოლოს, ჯგუფში, მესამე ადგილი ჩაითვლება დადებით შედეგად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერ თამაშზე მოსაგებად არ გამოვალთ.
ევრო 2027-ის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 5 ტურის შემდეგ, მე-4 ადგილზეა და საბერძნეთის, გერმანიისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებების შემდეგ.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ







