
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა კი მოიგო, ჯგუფშიც მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა, სამწუხაროდ, შანსი, ყოფილიყო საუკეთესო მესამეადგილოსანი მატჩამდე დაკარგა. შესაბამისად გიბრალტარის ნაკრებთან დღევანდელ დაპირისპირებას, რეალურად ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
უეფა-ს ტექსტური „ლაივის" და ამავე გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ვასილ მაისურაძის გუნდი, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წუთებიდან ფლობდა უპირატესობას - 14 კარში დარტყმა, აქედან 7 კარის ჩარჩოში, თუმცა, ტაბლოზე 0. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრი თბილისის დინამოელების მცდელობას, 53-ე გილო მოჰყვა. წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა მათე შათირიშვილის ასისტით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც, მაისურაძის შეგირდები აქტიურობდნენ და ბოლო ათწუთეულში, უფრო ზუსტად 83-ე და 84-ე წუთებზე ჯერ რეზი დანელიას და შემდეგ მათე შათირიშვილს ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა, გიბრალტარელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ისევე, როგორც ამ მომენტებამდე 79-ე წუთზე გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც ტურელს აუღო.
თამაშის ფინიში კი, ნამდვილად არასასურველი იყო და დიდი ალბათობით, სანქციაც არ დაიგვიანებს. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველივე წუთზე, როგორც ჩანს მინდორზე დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და გუნდებს შორის დაპირისპირება მიჰყვა, სადაც გიბრალტარელთაგან 3, ჩვენგან კი, 4 ფეხბურთელი დაისაჯა წითელი ბარათით. შესაბამისად, მომდევნო შესარჩევ ციკლში, დღევანდელ თამაშში გოლის ავტორის ჰალიდ დოლმურზიევს, მათე შათირიშვილს, ანრი ძნელაძესა და ლაშა ხუციშვილს, რამდენიმე თამაშის გამოტოვება მოუწევთ.
პარალელურად, მე-6 ჯგუფში, ხორვატიამ მარტივად, 4-1 დაამარცხა სერბეთი. თუმცა, ანგარიშის მიუხედავად, სერბეთიც და ხორვატიაც გათამაშების მომდევნო ეტაპზე არიან.
ფოტო: vecernji.hr





ჩვენ







