ცოტა ხანში, ესპანეთის ნაკრები თბილისისკენ აიღებს გეზს
ცოტა ხანში, ესპანეთის ნაკრები თბილისისკენ აიღებს გეზს
13.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთის ნაკრები თბილისში, დღეს საღამოს, დაახლოებით 20:30 საათისთვის ჩამოფრინდება. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლოს წინა საკვალიფიკაციო მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგემ, Ciudad del Fútbol ჩვენს დედაქალაქში გამომგზავრებამდე დღეს დილით ბოლო ვარჯიში გამართა, სადილის შემდეგ კი, თბილისში გადმოფრინდება.


ლიოს დე ლა ფუენტეს გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად უკვე განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, თბილისში, დინამო არენაზე შეეცდება 3 ქულის აღებას, ვინაიდან, თუკი, ჩვენი მომავალი მეტოქე ამას არ გააკეთებს, თურქეთი კი ბულგარეთთან წააგებს, ბოლო ტურში, ყველაფერი შეიძლება მოხდესო. თუმცა, ბოლო ტურშიც, ესპანეთის ნაკრები, მხოლოდ საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული და ბოლო ტურში, სევილიაში, თურქეთის ნაკრების დამარცხებას შეეცდება. სწორედ, ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში გამომგზავრებამდე.


რაც შეეხება საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის მომსახურე მსაჯებს, უეფა-მ თბილისში 42 წლის ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი, ასისტენტები ჰიშამ ზაკრანი და ორელინ ბერთომუ იქნებიან. ფრანგი იქნება მეოთხე მსაჯი - რომან ლისორჟი და  VAR-ის ოთახშიც ვილი სანიოლის ერთი თანამემამულე, ფრანგი მატიუ ვერნისი იმუშავებს, ბელგიელი ნათანიელ ვერბომენი ერთად. 



ფოტო: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია