
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეშვიდე წრეში ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა მოუწიათ ცხრილის ბოლო ადგილზე, ჯერაც უქულოდ მყოფ გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებს" და ცხრილის ლიდერს, ქულათა მაქსიმუმის მქონე და ამავე გათამაშების მოქმედ ჩემპიონ „მაგდებურგს".
სენსაცია არ მომხდარა. გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.
ხორვატებმა პირველ ტაიმში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. სტუმრები შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით გავიდნენ, მაგრამ მეორეში მასპინძლებმა თამაში შეცვალეს და მიზანსაც მიაღწიეს. მაგდებურგელებმა შეხვედრა ხუთბურთიანი უპირატესობით - 27-22 მოიგეს და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარეს.
ითამაშა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.
„ზაგრებს" „მაგდებურგთან" განმეორებითი შეხვედრა 19 ნოემბერს ელის, იქამდე კი, 15 ნოემბერს ხორვატიის პრემიერ ლიგის მატჩი აქვს „სპაჩვასთან".





ჩვენ







