
მიხეილ მესხი 2-ზე გატარებული მესამე საწვრთნელი დღე და ვარჯიშის მორიგი გამარჯვებული გუნდი - „კერესა", „ლომინა", „კიტე", „წიტა", „კვერნა", „კვარა" და გუნდის ორი ახალწვეული იური ტაბატაძე და ალექსანდრე ნარიმანიძე. ვილი სანიოლის გუნდი ნოემბრის თამაშებისთვის შემართებით ემზადება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამჯერად, 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. სფფ-ის სანაკრებო გვერდის ცნობით, გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას.
ოთარ კიტეიშვილი: „ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია. გვსურს, პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით აქვს ამ ნაკრებს და გუნდი გააგრძელებს ზრდას. ხოლო ჩავარდა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, იყო დროებითი, რასაც, იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ".
ანრი მექვაბიშვილი: „ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ".
***
ამასობაში, ჩვენი მომავალი მეტოქის ბანაკში „დიდი სამეფო კარის თამაშებია". როგორც espnfc-ი იუწყება, ლამინ იამალი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ორშაბათს საღამოს გამოცხადდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, იმავე დღეს დილით, ფეხბურთელს პატარა ოპერაცია ჩაუტარდა, რათა პახის პრობლემა გადაეჭრათ, რომელიც იამალს აწუხებდა. თუმცა, ამ ოპერაციის შესახებაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია არ ჰქონდა. RFEF-მა ამასთან დაკავშირებით განცხადებაც კი გაავრცელა, რომ გაოგნებულია „ბარსელონას" გადაწყვეტილებით, რომელმაც ამ სიტუაციის შესახებ, მათ არ შეატყობინა, მაგრამ აღიარებენ, რომ იამალს 7-10 დღე დასვენება სჭირდება, ასე რომ მას, ბარსელონაში დაბრუნების უფლება მისცეს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე ლამინის მისვლის კადრებს ჩვენი მომავალი მეტოქის ოფიციალური გვერდიც ავრცელებს.
![]() |
![]() |
![]() |
***
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურში ერთმანეთს თბილისში, 15 ნოემბერს „დინამო არენაზე" დაუპირისპირდებიან. მატჩზე, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება დასასწრები ბილეთები ჯერ ისევ არის გაყიდვაში.
ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი და sefutbol





ჩვენ










