
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის თამაშებისთვის შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ჩვენი გუნდის 13 წარმომადგენელი, ნაკრებში გამოძახებული 25 ფეხბურთელიდან თბილისში 15:00 საათისთვის იყო. თუმცა, მოგვიანებით, სფფ-ის ინფორმაციით სავარჯიშოდ თორმეტი გავიდა - დავით კერესელიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.
ამავე გვერდის ინფორმაციით, ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 და 18 ნოემბერს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრებს გამართავს. თავდაპირველად თბილისში, „დინამო არენაზე" ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც ამ შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა, ელჩეში 2-0 წავაგეთ. ამის შემდეგ კი, ბულგარეთში გაემგზავრება და სოფიაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე ბულგარეთს დაუპირისპირდებიან. გემახსოვრებათ, ბულგარეთთან საშინაო შეხვედრა 3-0 მოვიგეთ.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის თამაშებისთვის ასე გამოიყურება - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), იური ტაბატაძე („კადისი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გორგი ქვილითაია („არისი", კვიპროსი).
ნოემბრის შეკრებაზე, ტრავმების გამო, ვერ დაეხმარებიან გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე, რომლებიც თავდაპირველად იყვნენ დასახელებულები ეროვნულის შემადგენლობაში, თუმცა, მოგვიანებით, ისინი გიორგი ქვილითაიამ და შოთა ნონიკაშვილმა ჩაანაცვლა.
მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში მესამე ადგილზეა და მსოფლიო ჩეპიონატზე მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, თუმცა, ამისთვის ჩვენ, დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ, თურქეთმა კი, ორივე წააგოს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მეზობელი ქვეყანა, ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების ბალანსის წყალობით გადაგვძალავს, თუ მაგალითად, ესპანეთს, დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ.
აქვე გეტყვით, რომ თამაშზე დასასწრები, დაახლოებით 3500 ბილეთი ჯერ ისევ გაყიდვაშია.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







