ნოემბერში ჟორჟის და „კაკაბას“ გარეშე
ნოემბერში ჟორჟის და „კაკაბას“ გარეშე
08.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იძულებითი ცვლილებებია - სფფ-ის სანაკრებო გვერდის ცნობით, „საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმის გამო ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს ვილიარელის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე და კრაკოვიას მცველი, ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის" ფორვარდი, გიორგი ქვილითაია, და უკრაინული „ჩერკასის" ფეხბურთელი, შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ სანაკრებო ცნობაში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს.


უკვე გადახალისებული შემადგენლობით, საქართველოს ნაკრები ასე გამოიყურება - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), იური ტაბატაძე („კადისი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გორგი ქვილითაია („არისი", კვიპროსი).


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, „დინამო არენაზე", ესპანეთის და 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.