ქართველების გუნდებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ
ქართველების გუნდებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ
06.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მეორე საკვალიფიკაციო დღე ქართველი ფეხბურთელების გუნდებისთვის არ გამოდგა იღბლიანი.


კვიპროსზე, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარელი" ადგილობრივ „პაფოსთან" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. ჟორჟმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და 56 წუთი ითამაშა. ქართველს შეხვედრის დასაწყისში ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ვერ გამოიყენა. „ბომბარდირს", ჩემპიონთა ლიგაზე ოთხივე შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთი გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, გადამწყვეტი გოლი, 46-ე წუთზე დერიკ ლუკასენიმ გაიტანა, „პაფოსმა" კი, ლიგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.


„პრაქტიკულად ვერაფერი გავაკეთეთ რაც დაგეგმილი გვქონდა. ამას გარდა, ვერ გამოვავლინეთ ხასიათი, ამბიცია, სურვილი. თავი მოვიტყუეთ და დავიმშვიდეთ, მოშვებულებმა ვითამაშეთ, ვიყავით პროგნოზირებადები და ნელები. თუ არ გაიტან კიდევ, ყოველთვის შეიძლება გაგიტანონ, რაც ჩვენ დაგვემართა", - იტყვის უეფა-სთვის გაკეთებულ კომენტარში, „ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ.


არ გაუმართლა ამ ტურში მეორე ქართველის, გიორგი ზარიას გუნდსაც. ალმათის „კაირათმა" ამჯერად გასვლაზე მილანში ითამაშა და „ინტერთან" 2-1 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში 45-ე წუთზე მარტინესის გოლით გახსნეს, თუმცა, 55-ე წუთზე არადიმ გაათანაბრა. 67-ე წუთზე მილანელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ამჯერად, კარლოს აუგუსტომ გაიტანა და ეს გოლი, ამ შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. რაც შეეხება ზარიას, ქართველი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.


4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში „ვილიარეალს" მხოლოდ 1 ქულა აქვს და 32-ე ადგილზეა. ერთი ქულა აქვს და 34-ე ადგილზეა „კაირათი".


შეგახსენებთ, რომ ხვალ, ქართული ლეგიონის გუნდები უეფა-ს ევროტურნირების ორ გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.