
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ხუთი, სანაკრებო შესვენებამდე კი, ერთი ტურით ადრე ეროვნული საფეხბურთო ლიგის შეხვედრებში, ძირითადად უშალო კონკურენტები, სატურნირო ცხრილში უკეთესი პოზიციისთვის იბრძვიან. მაგალითად, პირველ ოთხეულში, პირველ-მეორე ადგილზე მყოფები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, მესამე-მეოთხე ადგილოსნებიც, უკეთეს ადგილზე ცდილობენ საბოლოოდ ცხრილში გამაგრებას. ერთი, რაც უკვე ცნობილია ის არის, რომ 2026-2027 წლების ევროტურნირებზე საქართველოს ასეც და ისეც ოთხი წარმომადგენელი იქნება. ეს კი, იმის გამო, რომ საქართველოს თასის ფინალში, სწორედ, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავიდნენ. თუმცა, ინტრიგა მაინც დიდია - ერთი ვინ გახდება ჩემპიონი და მერე, მოახერხებს თუ არა ის, ჩემპიონი დუბლის შესრულებას და საქართველოს თასის დაუფლებასაც. ეს ყველაფერში დეკემბერში გველის, მანამდე კი, ეროვნულ ლიგაში მორიგი, 31-ე ტური გაიმართა.
რა თქმა უნდა, თეორიული შანსი კიდევ ერის, რომ ფოთის „კოლხეთი 1913"-მა მინიმუმ გადათამაშების ზონაში მოხვდეს, მაგრამ ამისთვის ფოთელებმა დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოიგონ, მათმა კონკურენტებს კი არ გაუმართლოთ. თუმცა, სწორედ ამ ტურში, ფოთელები, საშინაო, „ფაზისის" სტადიონზე, „გარეჯთან" 1-3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიში, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში „კოლხეთი 1913"-მა, ამარ ბრეგიჩის გოლით გახსნა. თუმცა, მეორე ტაიმში, სამი ბურთი გაუშვა - ლევან პაპავამ 58-ე წუთზე პენალტი გაიტანა. რამდენიმე წუთში, ნიკა კაჭარავამ (61') ანგარიში ორამდე გაზარდა. წერტილი კი, ლუკა თოლორდავამ დასვა 73-ე წუთზე. ამ მომენტისთვის „კოლხეთი 1913" 19 ქულით ბოლო ადგილზეა. „გარეჯს" კი, 33 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე, გადათამაშების ზონაშია.
29 ქულით, მე-9 ადგილზეა „თელავი", რომელიც ამ ტურში „დინამო არენაზე", „დინამო თბილისს" დაუპირისპირდა და 3-0 წააგო. თბილისელებმა, რომლებიც მთელი თამაში დომინირებდნენ ანგარიში 23 წუთზე გიორგი გვასალიას გოლით გახსნეს. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი, გამოცდილი მათე ვაწაძის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ამ მომენტიდან მალევე, თორნიკე მორჩილაძემ (30') მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. 51-ე წუთზე კი, ნიკა ნინუამ „ძველი დრო" გაიხსენა და საჯარიმოდან უძლიერესი დარტყმით აიღო თელაველთა კარი. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში, სხვადასხვა მიზეზით, ვალერი გაგუას გუნდს, 7 ფეხბურთელი აკლდა.
ამავე დღეს, ქულები გაიყვეს „სამგურალმა" და „გაგრამ", რომელთა შეხვედრაც ფრედ, 1-1 დასრულდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში ანგარიში მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - გოლი, გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. რეალურად „გაგრა" ძალზეც მნიშნელოვან 3 ქულასთან ახლოს იყო, თუმცა, გიორგი ფანცულაიამ, რომელსაც საშუალო სტატისტიკურად ყოველ მეორე თამშში გოლი გააქვს, ამჯერადაც მოახერხა გოლის გატანა, 86-ე წუთზე და იმერულ გუნდს, ქულა შეუნარჩუნა. „სამგურალი" სატურნირო ცხრილში 39 ქულით, მე-5 ადგილზეა, „გაგრას" კი, 37 ქულა აქვს და გადასათამაშებელ მე-8 ადგილთან, 4 ქულა აშორებს.
31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც „დილამ", ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი კი, 70-ე წუთზე გასულმა ერთადერთმა გუნდმა გადაწყვიტა - გორელებს, საჩემპიონო რბოლაში ქულები სანდრო ანდრონიკაშვილის „სამქულიანმა" შემატა. „ტორპედომ" 1-0 წააგო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „დილას", 5 ტურით ადრე, ჯერ-ჯერობით კვლავ მეორე ადგილზეა და ამას, თბილისის „იბერია 1999"-თან თანაბარი ქულების პირობებში, გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობის გამო ხდება.
31-ე ტურის სამდღიანი მარათონი კი, დღეს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" დასრულდა. ადგილობრივი „დინამო", რომელსაც საკმაოდ დაუგროვდა პრობლემები სწორედ, „იბერია 1999"-ს შეხვდა და 0-2 დამარცხდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და 59-ე წუთზე, გიორგი ჯინჯოლავას უძლიერესი საჯარიმოდან ანგარიში გახსნეს. 69-ე წუთზე ფლანგიდან დაწყებული შეტევა სანდრო ალთუნაშვილის ზუსტი გადაცემითა და ამირან ძაგანიას გოლით დაგვირგვინდა. 31 ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს, თბილისის „იბერია 1999" უდგას სათავეში.
ეროვნული ლიგის 32 ტური 7 ნოემბერს გაიმართება.
ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი





ჩვენ







