
დღეს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა უეფა-ს წევრი ქვეყნების ქალთა ეროვნული ნაკრებებისთვის. ევროპის ზონის გუნდებისთვის წილისყრა სამი დივიზიონში გადანაწილებული ნაკრებებისთვის ჩატარდა და თამაშები 2026 წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველო ქალთა ეროვნული ნაკრები, C დივიზიონის 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ქალთა ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.
შევეცდებით, მოგვიანებით ირის ანტმანის, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისეული შეფასებაც გამოვაქვეყნოთ ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეებზე, თუმცა, მანამდე, ირის ანტმანმა, რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და მოლდოვას ქალთა ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთის საინტერესო შეტყობინება გამოგვიგზავნა კადრის კომენტარად, სადაც ჩანს, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, თამაშის შემდეგ, როგორ ეკონტაქტებიან ტრიბუნაზე მყოფ 10-15 წლის გოგონებს, რომლებიც მათ მაისურებსა და ავტოგრაფებს სთხოვენ.
„მინდა გითხრათ რომ ჩემთვის ეს გამარჯვებაა. ეს ჩემი მისიის ერთ-ერთი მიზანი იყო, მომავალი თაობისთვის შემექმნა გმირები. ამის თაობაზე ჩემმა ფეხბურთელებმაც იცოდნენ. ჩვენ გვაქვს 15-წლამდე გოგონების გუნდისთვის საგანგებოდ შექმნილი WhatsApp ჯგუფი, სადაც ეს ბავშვები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ესწრებიან ყველა ღონისძიებას, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვაწყობთ. 10-15-წლამდე გოგონების მონაწილეობით ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი დაიჭირეთ და მადლობა ამისთვის", - ამ შინაარსის შეტყობინება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გამოგვიგზავნა. რეალურად, ნელ-ნელა, თუმცა, საქართველოში ქალთა ფეხბურთი პოპულარული ხდება და შესაბამისად, ყველა ტურნირს, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მონაწილეობით დიდი მნიშვნელობა აქვს.
C დივიზიონში კი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ქალთა ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ასპარეზობს, თავდაპირველად ოთხი კალათი იყო, რომელშიც ჩვენი ნაკრებში მესამეშია (ქალთა რეიტინგის 45-50 ადგილები) გადანაწილდა. წილისყრის შედეგად კი, 6 ჯგუფი შედგა. მათ შორის სამი 4 ხოლო, სამიც 3 გუნდიანი. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3-გუნდიან, C4 ჯგუფში მოხვდა საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ქალთა ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.

რაც შეეხება ზოგადად წილისყრას და როგორ მუშაობს მექანიზმი: საერთო ჯამში, სამივე დივიზიონში, 53 ეროვნული ასოციაცია იყო წარმოდგენილი. ბრაზილიაში, სადაც ქალთა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, პირდაპირი წესით მხოლოდ, 4 ნაკრები მოხვდება. თუმცა, იქნება ფლეო-ოფების ეტაპიც, სადაც 32 ნაკრები, 2026 წლის ოქტომბერიდან-დეკემბრის ჩათვლით გამოავლენს7 გუნდს, რომლებიც, ზემოთაღნიშნული 4 გუნდის გარდა, ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. თუმცა, რჩება კიდევ ერთი საგზური, რომელის ფლეი-ოფშიც, ევროპული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის სხვა ფიფა-ს წევრი კონფედერაციის ნაკრებს დაუპირისპირდება. ასე, რომ საერთო ჯამში, ევროპიდან ბრაზილიაში დაგეგმილ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს ევროპიდან ან 11, ან 12 წარმომადგენელი ეყოლება.
C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ამას გარდა კიდევ ერთი მნიშნელოვანი დეტალი, რაზეც ჩვენი მოკრძალებული აზრით საქართველოს ქალთა ნაკრებმა უნდა გააკეთოს აქცენტი და რაც უფრო რეალურია - ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ყველა დივიზიონში, ერთა ლიგის ფორმატის შესაბამისად, მოხდება როტაცია. ასე რომ ჩვენ, უნდა ვეცადოთ, 2027-2029 წლის სეზონისთვის ვიყოთ ერთი დივიზიონით მაღლა.
ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების ზუსტი კალენდარი, ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.





ჩვენ







