
ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უეფა-ს ევროტურნირების მორიგ კალენდარულ მატჩებს ითამაშებენ, შემდგე კი, ბოლო სანაკრებო თამაშებისთვის თბილისში შეიკრიბებიან, განვლილ უიქ-ენდს გადავხედოთ და დავიწყოთ საფრანგეთით, რომელიც ჩვენებისთვის საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ლიგა 1-ის მე-11 ტურში, პსჟ-მ „ნიცას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, „ნიცას" დაუპირისპირდა ქართველის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, სტუმართა გუნდის კარში გორი არ გადიოდა. ვიდრე მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთი არ დაიწყო. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კი თავით მიმართულება ქართველმა შეუცვალა და რამოშს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კი, ასევე თავით გოლი გაიტანა და პსჟ-ს სამი ქულა მოუტანა. „კვარამ" ეს შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. რაც შეეხება პსჟ-ს ის 11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ლიდერია.
ამავე ტურში, საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა გიგი აბუაშვილმა. „ნანტისა" და „მეცის" დაპირისპირებაში, მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 82-ე წუთზე ანგარიში „აბუმ" გახსნა, რომელიც სხვათა შორის შეცვლაზე, მხოლოდ 78-ე წუთზე შემოვიდა. 78 წუთი იყო მოედანზე „მეცის" მეორე ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი. „საბოლოოდ" მეცმა, 0-2 მოიგო. 11 ტურის შემდეგ კი, სატურნირო ცხრილში, ბოლოდან მეორე ადგილზეა.
გოლი გაიტანა, მხოლოდ, საფრანგეთის ლიგა 2-ში, ზურიკო დავითაშვილმაც. ქართველმა, მიმდინარე ჩემპიონატში, მეექვსე გოლი „სენტ-ეტიენის" გასვლით შეხვედრაში „რედ სტართან" გაიტანა, თუმცა, ეს მისი გუნდისთვის ქულის გადასარჩენადაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. მასპინძლები პირველი ტაიმიდან ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, ქართველმა კი, 72-ე წუთზე სტანდარტულიდან გაიტანა. 13 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს" 23 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.
ინგლისის პრემიერ ლიგაში მშრალად შენახული კარი და გიორგი მამარდაშვილის სერიოზული განაცხადი ალისონის დაბრუნების შემდეგაც, მასზე, როგორც ნომერ პირველ მეკარეზე იფიქრონ. „ლივერპულმა" კი, „ასტონ ვილას" 2-0 მოუგო. 10 ტურის შემდეგ, „ლივერპული" 18 ქულით მესამე ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ბუდუმ გაიტანა! ქართველის „ჰაიდენჰაიმი", „აინტრახტს" დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა. შეხვედრაში, ანგარიში 32-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. თუმცა, სტუმრებმა მეორე ტაიმში „ჰაიდენჰაიმს" გაუთანაბრეს, ქართველი კი, 70-ე წუთზე შეცვალეს. ამ მომენტისთვის, ზივზივაძის გუნდი, 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" ანგარიშით 2-1 დაამარცხა „ბრაუნშვაიგი". ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ყვითელი ბარათი მაინც გამოსტყუა მსაჯებს. 11 ტურის შემდეგ, „ლოჩს" გუნდი, 12 ქულით, მე-12 ადგილზეა.
ესპანურ ლა ლიგაში მოიგო „ვილიარეალმა". „ბომბარდირს" „რაიო ვალეკანოს" კარში არ გაუტანია, თუმცა, მისმა გუნდმა 4-0 გაიმარჯვა, რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ქართველმა, როგორც ჩანს, გოლების გატანა, მომდევნო თამაშისთვის გადადო, ლა ლიგის მე-11 ტურში კი, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, მეორე ტაიმში შეცვალეს. სატურნირო ცხრილში, „ვილიარეალი" 23 ქულით, მესამე ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდეს ლიგის მე-12 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი" გასვლით შეხვედრაში „რაპიდთან" 2-1 დამარცხდა. ქართველის გუნდი, სატურნირო ცხრილში, 21 ქულით, მეოთხე ადგილზეა, თუმცა, „კიტეს" გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-13 ტურში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ" გასვლით მატშჩი, „პოსუსიე" 0-3 დაამარცხა. ქართველოს მოწინააღმდეგე გუნდი, მე-9 წუთზე კაცნაკლული დარჩა, გოლების ათვლა კი, მე-12 წუთზე გულიაშვილმა დაიწყო. ქართველი 90-ე წუთზე შეცვალეს.
ბულგარეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, სრული შეხვედრა ჩაატარა ლაშა დვალმა, რომელის სოფიის „ცსკა 1948"-მ გასვლით მატჩში ფრედ, 0-0 ითამაშა ვრაცავს „ბოტევთან". ამ მომენტში, ქართველი მცველის გუნდი, 30 ქულით მეორე ადგილზეა.
კვიპროსის ლიგის მე-9 ტურში გაიტანა გიორგი ქვილითაიამ, თუმცა, 42-ე წუთზე, პენალტით გატანილ გოლამდე, ქართველმა თავად მიიღო ყვითელი ბარათი. „არისმა" კი, „ჩლორაკა" 3-1 დაამარცხა. ამ მომენტში, „არისი" 20 ქულით, მე-4 ადგილზეა.
პორტუგალიის ლიგის მე-10 ტურში, გიორგი ქოჩაორაშვილის „სპორტინგმა" 2-0 დაამარცხა „ალვერკა". ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, არ უთამაშია. ისევე, როგორც ნოდარ ლომინძეს, რომლის „ეშტორილმაც", გასვლით შეხვედრაში, 0-4 დაამარცხა „რიუ ავე". არ უთამაშია სერია A-ში არც საბა გოგლიჩიძეს, რომლის „უდინეზემაც", საშინაო შეხვედრაში 1-0 დაამარცხა „ატალანტა". არ უთამაშია არც უკრაინის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ირაკლი აზაროვს, რომელიც ასევე, განაცხადში იყოლ.





ჩვენ







