
დღეს კანადაში გრან პრის სერიის 2025-2026 წლების სეზონის მორიგი ეტაპი დასრულდა. ქართული გუნდიდან, რომელიც ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგრძელებს მზადებას, კანადაში გამართულ ეტაპზე, მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა - ნიკა ეგაძე.
მამაკაცთა შორის ერთეულთა მოასპარეზე ქართველმა მოკლედ პროგრამაში 85.92 (45.91 / 40.01) ქულა დაიმსახურა და მხოლოდ, მე-8 ადგილს დასჯერდა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში უკეთესად იასპარეზა და 162.03 (87.41 / 75.62) ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, ნიკამ, ორი პროგრამის ჯამში, 247.95 ქულით მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ეტაპი კი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე ილია მალინინმა მოიგო (333.81 ქულა).
ფიგურული მოციგურავეების მომდევნო „გაჩერება" იაპონიის გრან პრის ეტაპია, თუმცა, იმ ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლები არ არიან რეგისტრირებულნი. სამაგიეროდ, გრან პრის მორიგი ეტაპის, აშშ-ს ეტაპის მოგებას 14-16 ნოემბერს ერთეულ ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტულ წყვილებში კი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა შეეცდებიან.
ფოტო: © ISU





ჩვენ







