საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც მოიგო
02.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „კარპატის თასის" გათამაშებაში მეორე შეხვედრაც მოიგო. ამჯერად, ტიტე კალანდაძის გუნდი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 30-27 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, კვლავ ნიკოლოზ კალანდაძე დასახელდა, რომელმაც დღეს 11 ბურთი გაიტანა, 6 ასისტთან ერთად და კვლავ ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. საქართველოს ნაკრებიდან მეორე შედეგი 6 გატანილი გოლით ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზეა.


ბაია მარეს „ლასკერ პანეს" სპორტკომპლექსში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, კალანდაძის გადაცემით ერეკლე არსენაშვილმა მალევე გაათანაბრა. მალე, თავად კალანდაძემაც გაიტანა.


აღსანიშნავია, რომ „კარპატის თასის" მეორე სათამაშო დღეს, ქართველთა ნაკრებმა, მასპინძლების წინააღმდეგ მატჩი, განსხვავებით, პირველი თამაშისგან აუღელვებლად დაიწყო და ლოგიკურად მივიდა მოგებულ ტაიმამდე, 16-14. მეორე ტაიმის საწყის წამებში კალანდაძემ გოლების რაოდენობა გაზარდა, საქართველოს ნაკრებმა კი, მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ გაიმარჯვა.


ასევე აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში თავი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიგი რუხაძე გამოიჩინა, რომელმაც გოლიც კი, გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რუხაძეს შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც გადაწყდა, რომ ამ შეკრებაზე გუნდს, ზურაბ ცინცაძე ვერ დაეხმარებოდა. აქვე, შეგახსენებთ, რომ ამ შეკრებაზე არ იმყოფება, არც გუნდის ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, რაც შეეხება კაპიტანს, თემო ორჯონიკიძეს, ის თბილისში ბოლო შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, კვლავ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.


დღევანდელ შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით გავიდა სათამაშოდ:  გიგი რუხაძე (6 სეივი, 1 გოლი), დავით ნიქაბაძე (4 სეივი), ნიკოლოზ კალანდაძე (11 გოლი, 6 ასისტი), ერეკლე არსენაშვილი (6 გოლი), მირიან გავაშელიშვილი (5 გოლი, 1 ასისტი), ირაკლი კბილაშვილი (3 გოლი, 4 ასისტი), ხაზეინ რუსტამოვი (2), გიორგი არეშიძე (1 გოლი, 1 ასისტი), გიორგი დიხამინჯია (1), გიორგი ლაპიაშვილი (1 ასისტი), ვახტანგ ხელისუფალი, ვახტანგ ხარებაშვილი, ზურაბ გოგავა, გუგა უთმელიძე, გიგი მელიავა.


აღნიშნულ ტურნის, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებს. ჩემპიონატი კი, 2026 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება.


საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას ხვალ, 2 ნოემბერს გამართავს. შეხვედრა, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება, მეტოქე კი, უკრაინის ნაკრები იქნება, რომელმაც, პირველი შეხვედრა რუმინელებთან 33-30 წააგო. დღეს კი, ხორვატიასთან ერთი ბურთის სხვაობით, 32-31 დათმო. ბოლო საშეჯიბრო დღემდე, გათამაშებას 2 მოგებით საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ლიდერობს.