„იბერია 1999“ საქართველოს თასის ფინალშია
„იბერია 1999“ საქართველოს თასის ფინალშია
31.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში გორის „დილა" თბილისის „იბერია 1999"-ს დაუპირისპირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გორელთა მსგავსად 2025 წლის სეზონის დუბლისთვის, თბილისელებიც იბრძოლებენ.


დღეს კი, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალში, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე „იბერია 1999"-მა დიდი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა ბათუმის „დინამო". ანგარიში კი, მე-9 წუთზე თორნიკე ახვლედიანის გოლით გაიხსნა, თუმცა, ამის შემდეგ, აჭარული გუნდის კატასტროფულ შედეგზე წინასწარ ვერავინ გააკეთებდა გათვლას. ბათუმელთათვის არასასიამოვნო ამბები, მეორე ტაიმში განვითარდა - 54-ე წუთზე, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. 73-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გაზარდა ანგარიში სამამდე და 85-ზე დუბლიც გაიფორმა. ამის შემდეგ, ლუკა წულუკიძემ, ბათუმელთა მაისურით მორიგი გოლი, ამჯერად სათასო გაიტანა, თუმცა, ეს „დინამოსთვის" შვება ვერ აღმოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ამ შეხვედრაში, გოლების ათვლა ლუკა სილაგაძემ დაასრულა.


სკ "იბერია 1999"-ის ფოტო