ევროლიგის მე-8 რაუნდის MVP თოკო შენგელიაა
ევროლიგის მე-8 რაუნდის MVP თოკო შენგელიაა
01.11.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კარიერის საუკეთესო თამაში - ასე მონათლეს სპეციალისტებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თამაში, რომლის „ბარსელონამაც" ბელგრადის პარტიზანი 76-78 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 42 შეადგინა, საერთო ჯამში ევროლიგაში ჩატარებულ 291 მატჩს შორის.


34 წლის ქართველმა თამაშში 24 ქულა დააგროვა (5-დან ოთხი 2 ქულიანი, სამიდან ორი 3-ქულიანი და 12 საჯარიმო სროლა). ამას გარდა თოკოს ანგარიშზე 5 ასისტი, 5 მოხსნა და 4 მოპარვაა. საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 29:45 წუთი გაატარა. ამავე შეხვედრაში მარგი ქმედების კოეფიციენტით მეორე იყო, ტაირიკ ჯოუნსი 29% მაჩვენებლით, რომელსაც სამმაგ დუბლამდე სამი ასისტი დააკლდა (15 ქულა, 13 მოხსნა და 7 ასისტი).


აქვე გეტყვით, რომ მე-9 ტურში 7 ნოემბერს, „ბარსელონა" საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს" უმასპინძლებს.



რაც შეეხება ამ ტურში საქართველოს ნატურალიზებული კალათბურთელის კამარ ბოულდვინის „ბაიერნს", რომელიც ზოგადად, მიმდინარე სეზონში არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება, 7 ნოემბერს საფრანგეთში „პარიზსს" შეხვდება. მე-8 ტურის შეხვედრაში კი, „ბაიერნმა" თოკო შენგელიას „ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და 16 ქულით, 86-70 დაამარცხა. ბოულდვინმა, პარკეტზე მხოლოდ 14:32 წუთი დაჰყო და აქტივში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი ჩაიწერა. „ბაიერნი" ამ ეტაპზე მე-12 ადგილზეა. რაც შეეხება თოკოს „ბარსელონას" ის, ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.