A დივიზიონში დაწინაურების შანსი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს 2026 წელს ექნება
A დივიზიონში დაწინაურების შანსი საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს 2026 წელს ექნება
30.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, საუკეთესო შანსი საკუთარ კედლებში დაეძლია აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ვერ გამოიყენა. სამ გუნდიანი ჯგუფიდან სადაც საქართველოს გარდა, ისლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებები ასპარეზობდნენ, მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო შედეგი მქონე გუნდი გადიოდა.


მოგეხსენებათ, ჩვენმა17-წლამდე ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო. სამწუხაროდ, მიხეილ მესხზე, გამართულ შეხვედრაში 5-1 (მატჩის ჩანაწერი) დავმარცხდით. დღეს, კი საბერძნეთთან, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1-2 (მატჩის ჩანაწერი) წავაგეთ. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფიდან ასპარეზობას ისლანდია და საბერძნეთი აგრძელებენ.


სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა, დღევანდელ შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, თუმცა, მცირე უყურადღებობა ორ გოლად დაუჯდა. ქართველთაგან კი, მეორე ტაიმის სტარტზე, 49-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა კარგად შესრულებული სტანდარტულის შემდეგ გაიტანა.


ტაც შეეხება ისლანდიასთან პირველ შეხვედრას, აქ, ქართული გუნდიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი საბა ავდოვეია.


17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 2025-2026 წლის ფორმატის თანახმად, გუნდები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ორ რაუნდად იბრძოლებდნენ. პირველი რაუნდიდან, რომელშიც 14 ჯგუფისგან შედგებოდა, მეორე რაუნდში 14 საუკეთესო გუნდსა და მეორე ადგილოსანს A დივიზიონში, უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა. შესაბამისად, ამ გუდების ვინაობა საბოლოოდ, 18 ნოემბრამდე გაირკვევა და ამის შემდეგ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშდება ესტონეთში გასამართი ფინალური ეტაპის 7 საგზური, მერვე საგზურს, მასპინძლის რანგში ესტონეთი ფლობს. რაც შეეხება დანარჩენ 26 გუნდს, ისინი, მეორე რაუნდში, B დივიზიონში იასპარეზებენ.


წილისყრა 10 დეკემბერს არის ჩანიშნული, ასე, რომ სწორედ, ამ დღეს გაირკვევა, თუ ვინ იქნებიან სანდო კობახიძის 17-წლამდეთა ნაკრების მეტოქეები. აღსანიშნავია რომ, მეორე რაუნდში მონაწილე ყველა გუნდი, ორივე დივიზიონში, ითამაშებს კიდევ ერთ ეტაპს (სარედაქციო, ევროპის ჩემპიონატის , დივიზიონებს შორის, დაწინაურება-დაქვეითების ეტაპს რომელიც 2027-2028 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყებამდე გაიმართება.  ასე, რომ ქართველ 17-წლამდებს 2026 წლის შემოდგომას A დივიზიონში გადასასვლელი შანსი კიდევ მიეცემათ, თუმცა, ამ ეტაპზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბრძოლა შეწყვიტეს.


სფფ-ის ფოტო