ქართული ლეგიონის მორიგი უქმეები
ქართული ლეგიონის მორიგი უქმეები
28.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე სანაკრებო ფანჯარა დაიწყება და ქართველების ევროტურნირებზე მონაწილე გუნდები, უეფა-ს საკლუბო ტურნირების მორიგ მატჩებს გამართავენ, გადავხედოთ რა ხდება უქმეებზე ჩვენს ლეგიონში.


დავიწყოთ გიორგი ზარიათი, რომელიც ალმათის „კაირატთან" ერთად, ზედიზედ მეორედ, ყაზახეთის ჩემპიონობას ზეიმობს. „ზაროს" გუნდმა, ჩემპიონატის ბოლოს შეხვედრაში „სტანას" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ზარია, ამ შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდა და ის მოედანზე, 64-ე წუთზე გამოჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრებში დიდ კონკურენციაა და შესაბამისად, რთული სათქმელია, ერთ დროს პერსპექტიული, თუმცა, შემდეგ გარკვეული პერიოდით ჩავარდნის გამო, ეროვნულს ჩამოშორებული გიორგი პაპუნაშვილს, კვალავ უხმობენ თუ არა ეროვნულში, თუმცა, ფაქტია, რომ აზერბაიჯანის სუპერლიგაში მოთამაშე ქართველი, საკმაოდ კარგ ფორმაშია. მისმა „ზირამ" კი, მორიგ ტურში „სუმგაითი" დაამარცხა 1-0. ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.


გერმანიის ბუნდესლიგაში, მორიგი მარცხი განიცადა ბუდუ ზივზივაძის „ჰადენჰაიმმა", რომელიც ამჯერად, გასვლაზე „ჰოფენჰაიმთან" 3-1 დამარცხდა. ბუდუმ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში ის შეცვალეს. შესვენებამდე, ქართველის გუნდი 2-0-ს აგებდა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" გასვლაზე, „კაიზერსლაუტერნთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. საინტერესოა, რომ ქართველის გუნდმა, მე-15 წუთზე 11 მეტრიანი გააფუჭა, ამის შემდეგ, ტაიმის ბოლო წუთზე ბურთი „გასახდელში" გაიყოლა და ქულის გადარჩენა, მხოლოდ, მეორე ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ „ლოჩომ" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, სული მატჩი ჩაატარდა და ორივე გუნდიდან, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.


იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ", „ლეჩეს" უმასპინძლა და 3-2 გაიმარჯვა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. რვა ტურის შემდეგ, „უდინეზეს" 12 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.


იტალიაშივე, მხოლოდ, სერია B-ში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე" სტუმრად, „სამპდორიას" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 88-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონე", რომელიც ძლიერთა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, 15 ქულით მე-5 ადგილზეა.


ინგლისის  პრემიერლიგაში „ლივერპული" სტუმრად „ბრენტფორდთან და 2-3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა პირველი გოლი მე-5 წუთზე გაუშვა. ტაიმის მიწურულს კი, გუნდებმა გოლები გაცვალეს. მე-60 წუთზე, ტიაგომ „მამარდას" პენალტი გაუტანეს. 89-ე წუთზე კი, სალაჰმა „ლივერპულს" ქულის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, თუმცა, მერსისაიდელებს, ამ ჯერზე დრო არ ეყოთ.


ესპანურ  ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" „ვალენსია" „მესტალიაზე" 0-2 დაამარცხა. ჟორჟმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 79 წუთი ითამაშა.  საგოლე გადაცემად არ ჩაეთვლება, მაგრამ მეორე გოლში ლომის წილი ქართველს მიუძღვის. ბომბარდირის დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა, დამატებაზე კომესანიამ დაასწრო ყველას და გოლი გაიტანა.


კვიპროსზე, მე-8 ტურის შეხვედრაში ქართველი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა", გიორგი ქვილითაიას „არისს" უმასპინძლა და დაუზავდა. ანგარიში „ქეცბას" გუნდმა 30-ე წუთზე 11-მეტრიანით გახსნეს, თუმცა, „არისმა" ზუსტად ერთ წუთში გაათანაბრა. შეხვედრა, როგორც გითხარით ფრედ დასრულდა, 1-1. 8 ტურის შემდეგ, „ანორთოსისი" ბოლოს წინა, მე-13 ადგილზეა. „არისი" კი, 17 ქულით, მე-4 ადგილზე.


ავსტრიული ბუნდესლიგის მე-11 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი" საკუთარ კედლებში 1-3 დამარცხდა „ვოლფსბერგერთან". ქართველი ამ დღეს სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე, მხოლოდ 66-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც ტაბლოზე, მატჩის საბოლოო ანგარიში იყო უკვე დაფიქსირებული.


საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენი" მორიგი შეხვედრა მოიგო. ამჯერად, გასვლაზე „ბრესტთან 0-3. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 70 წუთი დაჰყო. თუმცა, ამ პერიოდში, თამაშს საკუთარი კვალი დაატყო, მაგალითად ჰაკიმის საგოლე გადაცემა გაუკეთა.


გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცი" გასვლით შეხვედრაში „ლილთან" 6-1 დამარცხდა. ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს, „წიტამ" სრული მატჩი ჩაატარა, აი „აბუ" კი, 61-ე წუთზე შეცვალეს.


ლიგა 2-ში განადგურდა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენიც". გასვლაზე, „ანესთან"  შეხვედრაში მასპინძლებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. მე-13 წუთიდან კი, დავითაშვილის გუნდი, 10 ფეხბურთელით დარჩა. ქართველმა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე 73 წუთი დაჰყო. ამ მომენტისთვის, ზურიკოს გუნდი, უკვე 3-0-ს აგებდა. საბოლოოდ, კი, შეხვედრა „ანესის" გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.


პორტუგალიის ლიგაში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" გასვლაზე 0-3 გაიმარჯვა. ქართველი კი, მოედანზე მხოლოდ 90 წუთზე (!) გამოჩნდა.  რაც შეეხება ნოდარ ლომინაძის „ეშტორილს", საშინაო შეხვედრაში „ნასიონალთან" ფერდ, 1-1 ითამაშა. „ქოჩორასგან" განსხვავებით, ლომინაძე მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში.


თურქეთის სუპერ ლიგაში, შოთა არველაძის „ქასიმფაშა", საშინაო შეხვედრაში „ბეშიქთაშს" დაუზავდა, 1-1. ქართველი მწვრთნელის გუნდის კარში, გოლი მე-5 წუთზე გავიდა, 32-ე წუთზე კი „ბეშიქთაშმა" პენალტი გააცუდა. ამ მომენტიდან ზუსტად 1 წუთში, შოთა არველაძის „ქასიმფაშამ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა.


ფრედ, 2-2 ითამაშა ნიკა უგრეხელიძის „ქარაგიუმრუქმაც". „ქაისერსფორთან" საშინაო შეხვედრის განაცხადში, ქართველი იყო, თუმცა, არ უთამაშია.


დღეს, ეს იყოს, დანარჩენი შუა კვირაში...