საქართველოს 23-წლამდეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს 23-წლამდეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
29.10.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ჯუდოს 23 წლამდე ნაკრები 2025 წლის 31 ოქტომბერიდან და 1 ნოემბერის ჩათვლით, მოლდოვაში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.  კიშინიოვში, ქართული გუნდი 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომელთა სამი გოგონაა. საერთო ჯამში, ქართველებს ტატამზე 8 წონით კატეგორიაში ვიხილავთ. ამ წონითი კატეგორიებიდან, ორი წონა -73 და -90 კგ გაორებული გვაქვს, ხოლო +100 კგ-ში ერთბაშად, სამი წარმომადგენელი გვეყოლება.


საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ:


-57კგ - ნინო ლოლაძე

-57კგ - ნინო წიკლაური

-78კგ- ლიზი ქვარცხავა


-60კგ - მათე გოგობერიშვილი

-73კგ - გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი

-81კგ - კოტე კაპანაძე

-90კგ - ნიკოლოზ დვალაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი

+100კგ -  გიორგი ხმალაძე, შალვა გურეშიძე, საბა ქარდავა


ქართულ გუნდი ინდივიდუალური შეჯიბრის დასრულების შემდეგ, გუნდურ შეჯიბრიც იასპარეზებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატის ამ ეტაპზე, გუნდს გიორგი ტერაშვილი დაემატება.


რაც შეეხება ჩემპიონატის რეპორტაჟს, მისი ხილვა judotv.com-ით იქნება შესაძლებელი.