თურქეთის ფედერაციამ სკანდალში გახვეული მსაჯების სახელები დაასახელა და საქმე პროკურატურას გადასცა
თურქეთის ფედერაციამ სკანდალში გახვეული მსაჯების სახელები დაასახელა და საქმე პროკურატურას გადასცა
29.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თურქეთში მსაჯების სკანდალი გრძელდება, როგორც ჩვენი გვერდიც იუწყებოდა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, იმ 152 (სარედაქციო - დაზუსტებული რაოდენობა) თურქი მსაჯის სახელების დასახელება დაიწყო, რომლებიც ფსონებს დებდნენ. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ორი დღის წინ აღნიშნა, მათ შორის 7 უმაღლესი კატეგორიის მსაჯია. დღეს კი, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ფედერაციამ, მათი სახელებიც გაასაჯაროვა: ეგემენ არტუნი, მეჰმეტ ალი იოზერი, მელიჰ ქუთი, მუჰამედ სელიმ იოზბექი, სეიფეთინ ალფერ ილმაზი, იუნუს დურსუნი, ზორბაი ქუჩუქი. აღნიშნული მსაჯები  ფიფა-ს კატეგორიის არბიტრები არიან.


მათ გარდა, აღნიშნულ სიაში (თურქული მედია ავრცელებს) არიან თუქრეთის ჩემპიონატისა და სხვადასხვა დივიზიონის მომსახურე მსაჯები, გვერდითა მსაჯები. თურქული მედიის ცნობით, გამოძიება, რომელიც დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო, ამჯერად, სტამბოლის მთავარი პროკურორის მეთვალყურეობის ქვეშ და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება და არაა გამორიცხული, ეს რიცხვიც გაიზარდოს და მსაჯთა ადგილმდებარეობის გეოგრაფიაც. საქმეში სტამბოლის ფინანსური პოლიციაც არის ჩართული.


მას შემდეგ, რაც, PFDK-მ (თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი), საქმე სტამბოლის პროკურატურას გადაუგზავნა, იგი გადაკვალიფიცირდა და მას უკვე სტამბოლოს პროკურატურა იძიებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ.


„რაც შეეხება დისციპლინარულ ნაწილს, რომელიც შეადგინა და გამოაქვეყნა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, შინაგანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნულია, რომ ჩვენი ქვეყნის პროფესიული ლიგის მომსახურე რიგი მსაჯები ტოტალიზატორებში აკეთებდნენ ფსონებს. სტამბოლის პოლიცია და  MASAK (თურქეთის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო კომიტეტი) აგრძელებენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული № 6222 მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს ვრცელდება.


ასევე იხილეთ თემასთან დაკავშირებული სტატია


ფოტო: tv100.com


ისევე როგორც ჩვენი თურქი კოლეგების ინფორმაცია, ჩვენი სტატიაც განახლებადია.

დაიდო  იმ გარიგებული თამაშები ჩამონათვალი, რის გამოც, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ სტამბოლის პროკურატურას გამოძიებაში ჩართვა მოსთხოვა.

 

2019-2020 SEZONU

Rizespor-Fenerbahçe: 1-2

Alanyaspor-Konyaspor: 2-1

Gaziantep-Yeni Malatya: 1-1

Beşiktaş-Konyaspor: 3-0

Trabzonspor-Ankaragücü: 1-1

 

2020-2021 SEZONU

Gençlerbirliği-Kayserispor: 3-2

Konyaspor-Rizespor: 1-1

Beşiktaş-Sivasspor: 3-0

Gençlerbirliği-Kayserispor: 3-2

Antalyaspor-Hatayspor: 0-6

Erzurum-Gaziantep: 1-1

Galatasaray-Antalyaspor: 0-0

Sivasspor-Denizlispor: 2-2

Hatayspor-Konyaspor: 2-1

Rizespor-Gençlerbirliği: 1-1

Karagümrük-Trabzonspor: 1-2

Kayserispor-Beşiktaş: 0-2

Kasımpaşa-Fenerbahçe: 0-3

Gaziantep-Ankaragücü: 2-0

Konyaspor-Galatasaray: 4-3

Hatayspor-Galatasaray: 3-0

Sivasspor-Trabzonspor: 0-0

Alanyaspor-Gençlerbirliği: 1-2

Fenerbahçe-Denizlispor: 1-0

Trabzonspor-Kayserispor: 1-1