
„საქართველოს სექტორში", მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00 საათიდან დაწყება. ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, სფფ-ის სანაკრებო გვერდმა ინფორმაცია გაავრცელა.
„მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 30 ოქტომბერს, BILETEBI.GE -ზე 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 65 ლარია და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმი ორი ბილეთის შეძენა შეუძლია", - ნათქვამია ფედერაციის საინფორმაციო ცნობაში.
ამას გარდა, ფედერაციის გვერდი, ბილეთების შეძენის მსურველებს მოუწოდებს, დაიცვან ბილეთის შესაძენად აუცილებელი პირობები. კერძოდ, ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება:
- სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი
- აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს
- შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
აქვე, გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთის ნაკრების თამაშამდე, საქართველოს ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ, საშინაო შეხვედრის გამართვა უწევს, გაცნობებთ, რომ 15 ნოემბრის მატჩზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთების ყიდვა, ფეხბურთის გულშემატკივარს ჯერ კიდევ შეუძლია. სფფ-ის წყაროზე დაყრდნობით, დარჩენილია 5000-მდე ბილეთი, რომელთა ფასი 70 ლარს შეადგენს, ადგილები კი, დასავლეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნების მეორე იარუსზე მდებარეობს. ასე, რომ ვისაც ჭირში და ლხინშიც ნაკრებთან ერთად ყოფნა და ბოლომდე ქომაგობა გინდათ, შანსი ჯერ კიდევ არის. აღნიშნული ბილეთების შეძენა კი, ასევე, BILETEBI.GE-ზე არის შესაძლებელი.





ჩვენ







