
27 ოქტომბერს თურქეთი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ უფრო შესძრა თუ, საფეხბურთო მსაჯების სკანდალმა, ჯერ კიდევ საკითხავია. საქმე ისაა, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მედიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ თურქეთის 154 მოქმედი მსაჯი, მათ შორის შვილის უმაღლესი რანგის ტოტალიზატორების სკანდალში გაეხვა. როგორც ირკვევა, მსაჯებს ანგარიშები აქვთ გახსნილი და ფსონებსაც აკეთებენ.
რეზონანსულ საქმეს, პრეზიდენტის შემდეგ, თურქეთის სამი წამყვანი საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში", „ფენერბაჰჩე" და „გალათასარაი" გამოეხმაურნენ, დაგმეს მსაჯების საქციელი და ფედერაციიდან მათი სახელების გასაჯაროება მოითხოვეს.
„ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოლუს დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ მსაჯები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ სამართლიანობა მინდორზე, აქვთ ფსონების დასადებად ანგარიშები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ. ვთვლით, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეუფასებელია და არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სამართლიანი ფეხბურთისთვის თურქეთში. ჩვენ ვითხოვთ, რომ ფედერაციამ საზოგადებისთვის გაასაჯაროვოს იმ მსაჯების სახელები, რომლებსაც ჰქონდათ და აქტიურად იყენებდნენ ფსონების დასადებად, ასევე იმ თამაშების დასახელებას, რომლებზეც ეს ფსონები გაკეთდა და რა სახის ფსონები დაიდო. საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში" საზოგადოებას ჰპირდება, რომ მაქსიმალურად შევეცდებით ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ საკითხს და ვეცდებით დავიცავთ ჩვენი ყველა უფლება", - ნათქვამია „ბეშიქთაშის" განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა „ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა საადეთინ სარანმაც: „იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოლუმ გამახარა როგორც სპორტსმენი და „ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტი. მიხარია, რომ მიდის გამოძიება. ჩვენ, „ფენერბაჰჩე" ყოველთვის აღვნიშნავდით მსგავს გარემოებებს. ჩვენი ეჭვები გამართლდა. ეს სერიოზული და შოკისმომგვრელი ამბავია მთლიანად თურქული ფეხბურთისთვის. იმედისმომცემია ის, რომ ისინი გამოააშკარავეს. ვულოცავ ჰაჯისომანოლუს და მის გუნდს ფედერაციაში. მჯერა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მივადევნებთ თვალს. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ კი, პირადად გავესაუბრები. ვიმედოვნებ, ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი და მსგავსი აღარ განმეორდება. ყოველთვის ვლაპარაკობდით ამის შესახებ, მაგრამ დაჭირდა დიდი დრო, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. ვულოცავ მათ ვინც ეს გარემოება გამოაშკარავა, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოძიებას დავეხმაროთ".
და კიდევ ერთი გრანდის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა:
„ინფორმაცია, რომელიც პრეს-კონფერენციაზე ითქვა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონ იბრაჰიმ ჰაჯიოსმანულუს მიერ, ნათლად წარმოაჩინა ნდობისა და სამართლიანობის კრიზისი, რომელსაც თურქული ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ებრძვის. იმის აღმოჩენა, რომ მსაჯები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაიცვან სამართლიანობა მოედანზე, ჰქონდათ ანგარიშები და აქტიურად დებდნენ ფსონებს, სერიოზულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ, სპორტულ ეთიკას არამედ, ფეხბურთის ფუნდამენტურ ღირებულებებსაც.
„გალათასარაის", როგორც სპორტულ კლუბს, არაერთხელ განგვიცხადებია ჩვენი მოთხოვნის თაობაზე, შექმნილიყო სუფთა და სამართლიანი საფეხბურთო გარემო, სადაც შეჯიბრი უშუალოდ მოედანზე წარიმართებოდა. ჩვენ ყოველთვის კატეგორიულები ვიყავით ამ მოთხოვნაში. დღეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს პოზიციას. დღეს დავურეკე ბ-ნ იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოლუს და შევატყობინე, რომ „გალათასარაი" ამ პროცესში, მომავალშიც დაეხმარება. ჩვენი კლუბი, სრულად უჭერს მხარს ფედერაციის ყველა ქმედებას, რომელიც სამართლიანი ფეხბურთისთვის კეთდება. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა, თურქული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მომენტია.
რეპუტაცია, სამართლიანობა და ნდობა თურქული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია. მიგვაჩნია, რომ ფედერაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გამჭირვალეობა და საზოგადოებისთვის იმ მსაჯების სახელების დასახელება, რომლებიც აკეთებდნენ ფსონებს, ასევე თამაშები, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ და ფსონების ოდენობა.
„გალათასარაი" ამ პროცესს, ბოლომდე მივყვებით. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რათა შეიქმნას სისტემა, რომელიც თურქული ფეხბურთის ბნელ მხარეებს ყოველთვის გამოავლენს, სამართლიანობა კი, მინდორზე იზეიმებს", - ნათქვამია „გალათასარაის" პრეზიდენტის დურსუნ ოზბექის განცხადებაში.
სამი თურქული გრანდის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების შემდეგ, ალბათ, ხვალიდან სუპერ ლიგის კლუბების მხარდამჭერი განცხადებები თურქეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით გაიზრდება. დიდი ალბათობით, მსაჯების სამართლიანობის თემით, თურქეთის შემხედვარე, სხვა ქვეყნებიც დაინტერესდებიან.
სტატია მომზადებულია TV100-ის მიხედვით





ჩვენ







