
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, პეტრო არენაზე ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრიდან მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ, პირველი ითამაშა. მატჩი ფრედ, 0-0 (მატჩის ჩანაწერი) დასრულდა, თუმცა, შედეგი არ ასახავს მატჩის შინაარს და ალბათ, რომ არა სტუმარი გუნდის მეკარის თავდადება, ირის ანტმანის გუნდს, მინიმუმ 4-0 უნდა მოეგო.
„მეტოქე შედეგით გახარებულია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კარგად ვითამაშეთ. თუმცა, ჩვენი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად. დადებითია, რომ არ წავაგეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თუმცა, ოფიციალურ თამაშებში, შესაძლოა, ამდენი საგოლე მომენტი არ გვქონდეს და ჩვენი შანსები უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს, ხოლო შეტევაში უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ", - ამბობს ირის ანტმანი.
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი შეხვედრა ფრთხილად დაიწყო. ამასთან ანტმანმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რიგი ცვლილებები გააკეთა, მაგალითად კარი სვეტლანა გაბელაიას მიანდო, დაცვის ხაზში კი, თამარ ტატუაშვილი დაბრუნდა ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ, ამასთან კაპიტნის სამკლავურიც მოირგო. სასტარტოდან დაიწყო ლიზი მწყერაშვილმაც, რომელიც მომენტებში საკმაოდ ამწვავებდა ფლანგიდან. აქვე ვთქვათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა გამოცდილმა ტატა მატვეევამაც, რომელიც მწვრთნელის ამპლუაში ქალთა 17-წლამდე ნაკრებთან ერთად, ყაზახეთში ასპარეზობს.
ჩვენს ქალთა ნაკრებს, ოდნავ განსხვავებული და უფრო კარგი მეორე ტაიმი გამოუვიდა, სადაც ბურთის ფლობის კარგი მაჩვენებლის გარდა, მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმებსაც მოვუმატეთ, თუმცა, განვმეორდებით - მოლდოველთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო და „ყველაფერს ხსნიდა", რაც მისი კარისკენ მიფრინავდა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა, ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანა ჩემინავა, რომელსაც 1 წელი ტრავმის გამო გაუცდა და შარშანდელი შესარჩევი ციკლი მთლიანად გამოტოვა.
„ვფიქრობ, კარგი მეორე მატჩი გველის. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდნენ. ველოდებით მეორე მატჩს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაგებად", - ამბობს ირის ანტმანი.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მოლდოვას კიდევ ერთხელ, 27 ოქტომბერს, ამჯერად მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდება. შეხვედრაზე დასწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება გულშემატკივარს თავისუფლად (ბილეთი არ იყიდება) შეეძლებათ.
მატჩის ფოტო-ამბავი





ჩვენ







