სიგუას გუნდმა მოიგო, „მექვაბამ“ საგოლე გადაცემა ჩაიწერა, „კიტეს“ ცოტა დააკლდა აზაროვი კი, თავის გუნდში საუკეთესო იყო
სიგუას გუნდმა მოიგო, „მექვაბამ“ საგოლე გადაცემა ჩაიწერა, „კიტეს“ ცოტა დააკლდა აზაროვი კი, თავის გუნდში საუკეთესო იყო
24.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგაზე და ევროპის კონფენერს ლიგაზე დღეს ქართველების გუნდებმა იასპარეზეს.


მსაჯის მიერ მატჩისთვის დამატებით დროში დანიშნული საჯარიმოს „მსხვერპლი" გახდა ირაკლი აზაროვის „შახტარი", რომელმაც საშინაო მატჩი პოლონეთში, კრაკოვში, Henryk Reyman's Stadium-ზე ვარშავას „ლეგიას" წინააღმდეგ გამართა. ქართველის გუნდი განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტი მომენტიც შექმნა. ანგარიში კი, პირველ ტაიმში, ვარშაველებმა მე-16 წუთზე, რაფალ აუგუსტიანიკის გოლით გახსნეს, რომლის დუბლმაც საბოლოოდ სტუმრებს მოუტანა გამარჯვება. „შახტარმა" კი, 61-ე წუთზე, ლუკა მეირელეშის გოლით გაათანაბრეს. საბოლოოდ, „შახტარმა" 1-2 წააგო. რაც შეხება აზაროვს, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და უკრაინულ გუნდში საუკეთესო იყო. „შახტარი" საერთო ცხრილში მე-16 ადგილზეა.


„ალკმაარმა", მინიმალური ანგარიშით 1-0 ბრატისლავას „სლოვანი" დაამარცხა. გურამ კაშიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო. სატურნირო ცხრილში, 2 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი, მხოლოდ 31-ე ადგილზეა.


ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, ანრი მექვაბიშვილმაც, რომლის „უნივერსიტატია კრაიოვამაც" სომხურ „ნოაჰის" უმასპინძლა, რომელის მატჩის 22-კაციან განაცხადშიც მხოლოდ, 6 სომეხი ფეხბურთელი იყო, აქედან სასტარტო შემადგენლობაში ერთი. ანგარიში, რუმინულმა გუნდმა, 38-ე წუთზე ქართველის გადაცემის შემდეგ გახსნა, გოლი კი, მანდი ეტიმიმ გაიტანა. ქართველი 61-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა, რომელიც დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ, 28-ე ადგილზეა, ეს შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა.


„ლოზანას" სასტარტო შემადგენლობაში იყო გაბრიელ სიგუაც, რომელმაც შეგახსენებთ, ტრავმის გამო, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა. „ჰამრუნთან" გასვლით შეხვედრაში კი, ანგარიში  38-ე წუთზე გაიხსნა, გოლი, დიკიტემ გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეცვალეს, მისმა გუნდმა კი,  0-1 მოიგო და ახლა ცრილში მე-4 საფეხურს იკავებს.


უეფა-ს ევროპა ლიგაზე, გოლის გატანის მცდელობა „კიტესაც" ჰქონდა, „სელტიკთან" შეხვედრისას 30-ე წუთზე, როდესაც მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ქართული ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის „შტურმის" ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, ტრადიციულად, საუკეთესო იყო ავსტრიულ კლუბში. სხვათა შორის, გრაცელთა გოლი, რომელიც ტორპედოსებური ჭურვივით გაისროლა ტომი ჰორვატიმ, მე-15 წუთზე გავიდა. მეორე ტაიმში 2-წუთიან მონაკვეთში, მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს. ამას ავსტრიული გუნდიდან გაძევებული ფეხბურთელიც დაემატა და „კიტე" კი, 78-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, „შტურმა" 2-1 წააგო და ახლა, სატურნირო ცხრილში, 27-ე ადგილზეა.


უეფა-ს ევროპა ლიგაზე ითამაშა დღეს საქართველოს ნაკრების მეკარი, ლუკა გუგეშაშვილის ბერძნულმა „პაოკმაც" და გასვლაზე „ლილი" დაამარცხა 3-4. თუმცა, ქართველი გათამაშების განაცხადში არაა და შესაბამისად, ვერც ითამაშებდა.