ნიკა ეგაძის პირველი მედალი გრან-პრის ეტაპებზე
ნიკა ეგაძის პირველი მედალი გრან-პრის ეტაპებზე
20.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძე, რომელიც ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზებს, 2025-2026 წლების სეზონის გრან-პრის ეტაპებზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაიწყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მედალი ნიკასთვის, მსგავსი რანგის ტურნირზე პირველია და ამდენად საამაყოც. მითუმეტეს, რომ საფრანგეთში გამართულ ეტაპზე მას კონკურენცია აშშ-ს სახელით მოასპარეზე ილია მალინინთან,  რომელიც ერთეულ მამაკაცთა თანრიგის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, ამავე რეიტინგის მესამე ნომერთან, საფრანგეთის წარმომადგენელი ადამ სიაო ჰიმ ფასთან, შვედი ლუკა ბრიჩხისთან (6), იაპონელი კაორა მიურასთაბ (9) უწევდა. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამავე რეიტინგის მე-7 ნომერი ჩვენი ნიკა ეგაძეა, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს, 2025-2026 წლების გრან-პრის პირველ ეტაპზე მედლებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ გამარჯვებული მალინინი გახდა 321.00 ქულით.


თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა. მოკლე პროგრამა ქართველმა „მგზავრების" ცნობილ კომპოზიციაზე „ვალსი" შეასრულა და  95.67 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. ქართველმა წინ, მხოლოდ მალინინი გაუშვა, რომელმაც თავის მხრივ, მოკლე პროგრამაში, 105.22 ქულა აიღო.


თავისუფალ პროგრამაში ნიკას, რომელიც გრძნობდა რომ მედალთან ახლოს იყო ნერვიულობა ემჩნეოდა და პროგრამის დასაწყისში მცირე ხარვეზები დაუშვა, რაც საბოლოოდ, მის ქულებშიც აისახა. 163.74 ქულით, ქართველმა თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, ????????????.???????? ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.  როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთში გამართულ გრან პრის ეტაპზე მოგებული ეს მედალი, ნიკასთვის კარიერაში პირველია. შარშან ნიკამ, გრან პრის ორ ეტაპზე იასპარეზა და ორივეში მე-4 ადგილი დაიკავა.


ნიკა ეგაძის მოკლე პროგრამა იხილეთ ბმულზე

ნიკა ეგაძის თავისუფალი პროგრამა იხილეთ ბმულზე


გრან პრის მომდევნო ეტაპი, რომელზეც ქართველი იასპარეზებს 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით კანადაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სეზონის მანძილზე წლის განმავლობაში გრან პრის ექვსი ეტაპი იმართება. აღნიშნულ ეტაპები ფინალით დაგვირგვინდება, სადაც სერიაში 6 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი იასპარეზებს.


იმედს ვიტოვებთ, რომ ნიკა აღნიშნულ ფინალში იასპარეზებს ისევე, როგორც ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლები, რომელთაგან ერთმა, ჩვენმა წყვილმა სპორტულ ცეკვებში, საფრანგეთის გრან პრიზეც სცადა ძალები - დიანა დევისი და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვებში  77.80 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. ამის შემდეგ, ჩვენმა წარმომადგენლებმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზეს და 116.47 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. ორი პროგრამის ჯამში დიანამ და გლებმა 194.27 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.