
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო ტურში ქართველებიდან გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშეს. უფრო სწორად, თამაშით „მამარდამ" ითამაშა, ქოჩორაშვილი კი, „სპორტინგის" შემადგენლობაში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოსულა. მისმა „სპორტინგმა", საშინაო შეხვედრაში „მარსელი" 2-1 დაამარცხა.
რაც შეეხება „მამარდას", ქართველის „ლივერპულმა", გასვლით შეხვედრაში „აინტრახტი" დაამარცხა 1-5. თუმცა, ეს თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გუნდისთვის არ დაიწყო სახარბიელოდ. ლივერპულელებმა, 26-ე წუთზე გაუშვეს და ფრანკფურტელებიც დაწინაურდნენ, თუმცა, მხოლოდ 9 წუთით, ამის შემდეგ, „ლივერპული" უპირატესობას დაეუფლა და პირველივე ტაიმში ორ-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა ეკიტიკეს (35'), ვირჯილ ვან დეიკსა (39') და იბრაჰიმა კონატეს (44') გოლების წყალობით. მეორე ტაიმში კი, ეს უპირატესობა როგორც სათამაშო, ასევე ანგარიშში შეინარჩუნეს და გაზარდეს კიდეც, ამჯერად, კოდი გაკპომ (66') და დომინიკ სობოსლაიმ (70') წუთებზე გაიტანეს. მამარდაშვილმა, ამ შეხვედრაში საშუალო შეფასება მიიღო, თუმცა, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.
სამი სათამაშო ტურიდან, აღსანიშნავია, რომ 21 და 22 ოქტომბერს გამართული ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, არა მხოლოდ მიმდინარე 2025-2026 წლების სეზონში, არამედ მთლიანობაში, ტურნირის ისტორიაში. ამ ტურში 18 მატჩში 71 გოლი გავიდა. ამ გოლებს შორის კი, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიასია (!), რომელიც ქართველმა „ბაიერ ლევერკუზენს" გაუტანა.
სამი ტურის შემდეგ კი, 5 კლუბი სატურნირო ცხრილს ქულების მაქსიმუმით, 9 ქულით ლიდერობს: პსჟ, „ბაიერნი", „ინტერი", „არსენალი" და „რეალი".
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მე-4 ტური 4, 5 და 6 ნოემბერს გაიმართება.
ფოტო: © „ლივერპული" / „სპორტინგი"





ჩვენ








