გავაშელიშვილის და კბილაშვილის გუნდები ევროპა ლიგაზე დამარცხდნენ
გავაშელიშვილის და კბილაშვილის გუნდები ევროპა ლიგაზე დამარცხდნენ
22.10.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპა ლიგაზე მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის წარუმატებელი გამოდგა ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრები.


მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვია" გერმანულ "კილთან" 21-34 დამარცხდა და 2 ქულით B ჯგუფში მესამე ადგილზე დაქვეითდა. სათამაშო წუთები ჰქონდა გავაშელიშვილს, მაგრამ სამწუხაროდ, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.


„სენ-რაფაელთან" გასვლით შეხვედრაში 42-24 წააგო ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ".


რუმინელთა ქართველს გოლი არ გაუტანია, მაგრამ შვიდი ასისტით გამოიჩინა თავი.


„პოტაისა" A ჯგუფში ორი წაგებით ბოლო საფეხურზეა.