
სანაკრებო შესვენების შემდეგ, უეფა-მ საკლუბო ჩემპიონატები განაახლა. დღეს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო ფანჯარა „გაიხსნა". ამ დღეს სამი ქართველი ლეგიონერის კლუბმა ითამაშა, ერთმა მოიგო, ერთმა ფრედ დაასრულა შეხვედრა, ერთმა კი წააგო. თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა.
ქართველებიდან პირველი გიორგი ზარიას „კაირათი" ჩაერთო სათამაშო ფერხულში. ალმაათში, მასპინძლებისთვის კვიპროსული „პაფოსის" წინააღმდეგ შეხვედრა არ გამოდგა მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს, მეოთხე წუთზე კაცი გაუძევეს. ძირითადად, ყაზახურ კლუბს თავის დაცვა უწევდა. იმიტომ არა, რომ მოედანზე 61-ე წუთზე ზარია გამოჩნდა, „კაირათი", სწორედ ამის შემდეგ გამოცოცხლდა. ზარიას კი, ორ მომენტში გოლის გატანაც შეეძლო. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა და ქართველის გუნდმა, მართალია ისტორიაში ჩემპიონთა ლიგური პირველი ქულა აიღო, თუმცა, 10 კაციანი მოწინააღმდეგის დამარცხება, საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა.
ერთდროულად დაიწყო თამაში ვილიარეალსა და ლევერკუზენში. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა", საკუთარ კედლებში ვერაფერი მოუხერხა „მანჩესტერ სითის". ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და რეალურად, მხოლოდ თამაშის დასაწყისში თუ გამოჩნდა აქტიურად, დანარჩენი უფრო დაკარგული იყო. ქართველი 66-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, ამ მომენტამდე დიდი ხნით ადრე მისი გუნდი ჰალანდისა (17') და ბერნანდო სილვას (40') გოლების შემდეგ, 0-2-ს აგებდა. ანგარიში, არც ჟორჟის მოედნიდან გასვლის შემდეგ შეცვლილა.
კარგი თამაში გამოვიდა ლევერკუზენში ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელმაც, ტრადიციულად შეცვლის გამო, უკმაყოფილება ვერ დატოვა. „ბაიერ ლევერკუზენისა" და „პსჟ"-ს შეხვედრაში ანგარიში, პარიზელებმა გახსნეს, თუმცა, მასპინძლებმა 37-ე წუთზე გაათანაბრეს. ამ შეხვედრის ბედი კი, პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გადაწყდა, როდესაც პსჟ-მ ჯერ დუეს (41') გოლით დაწინაურება მოახერხა, შემდეგ, კვარაცხელიას (44') გოლის შემდეგ, ფრანგული კლუბი ორი გოლით დააწინაურა და ბოლოს, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე დუეს დუბლით, რეალურად, მატჩის ბედი გადაწყვიტა. პირველი ტაიმის შედეგ პსჟ 1-4-ს იგებდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა 2-7 მოგიგო. ზემოთხსენებული გოლის გარდა, ამ მატჩში „კვარამ" საგოლე გადაცემაც მიიწერა, გოლის აღნიშვნისას კი, გულშემატკივარს საფიქრალი მისცა - რას ნიშნავდა ფეხბურთელის აღნიშვნა.
ხვალ, საქმეში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" და გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" ჩაებმებიან.





ჩვენ








