
სანაკრებო შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა. 28-ე ტური კი, ყველასთვის, თუმცა, ალბათ უფრო გორის „დილასთვის" მოულოდნელად დაიწყო. სანაკრებომდე, თბილისში „დინამო არენაზე" განცდილი მარცხის შემდეგ, გორელები ამჯერად მიხილ მესხი 2-ზე, „გარეჯთან"-თან დამარცხდნენ, 3-2. „გარეჯმა", მე-10 წუთზე ავტოგოლით დაიწყო თამაში და 35-ე წუთზე, შოთა შეყილაძის გატანილი გოლის შემდეგ, უკვე 0-2-საც იგებდა. თუმცა, მეორე ტაიმში მოვლენები რადიკალურად შეიცვალა. 71-ე წუთზე დავით სხირტლაძის გადაცემის შემდეგ, ნიკა კაჭარავამ ერთი გოლი გაქვითა. 79-ე წუთზე, თორნიკე ძებნიაურმა გაათანაბრა. მატჩს მიწურულს კი, ბადრი გოგობერიშილის გადაცემის შემდეგ, სხირტლაძემ, „ასისტის" შემდეგ, გოლიც გაიტანა და „გარეჯს" საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ თელავში, „კავკასიონ არენაზე" ადგილობრივი „თელავი", ერთი ტაიმი უმრავლესობაში იყო, ვერ მოახერხა „იბერია 1999"-თან თამაშის შემობრუნება. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში მე-20 წუთზე დერეკ აგიაკვა გახსნა და სტუმრები დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი, სტუმრებს თორნიკე მეგრელიშვილი გაუძევეს. მიუხედავად ამისა, გაგუას გუნდმა, რომელმაც წინა ტურებში გვემახსოვრება, ორი კაცით ნაკლულმაც კო მოახერხა გამარჯვება, ამ ტურში, მეტობაში მყოფმა ვერაფერი განაწყო და უფრო მეტიც, 74-ე წუთზე გურამ გოშთელიანის გოლის შემდეგ, საბოლოოდ, გაიფორმა მარცხი 0-2. თბილისურმა კლუბმა კი საჭირო 3 ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. თუმცა, მასაც ისევე, როგორც გორის „დილას" ამ მომენტში 59 ქულა აქვს.
მატჩის დაწყებამდე, თელაველებმა, კახური გუნდის ყველაზე სტაჟიან და ერთგულ ფეხბურთელს მიხეილ ბაშელეიშვილს, რომელსაც გუნდის მაისურით 150 მატჩი აქვს ჩატარებული, სწორედ 150-ნომრიანი მაისური გადასცეს საჩუქრად. მატჩის მსვლელობისას სამწუხაროდ, ბაშელეიშვილი დაშავდა და მისი რეანიმობილით კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა, საბოლოოდ, კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფეხბურთელის ჯანმრთელობას, სერიოზული პრობლემები არ ემუქრება.
მხოლოდ, ერთი დღით მოახერხა ქუთაისის „ტორპედომ" გადაესწრო „თბილისის დინამოსთვის" და რამდენიმე საათით, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე ყოფილიყო. ამ ტურში, „ტორპედომ", მეორე ტაიმში ბიორნ იონსენისა (54') და კომნენ ანდრიჩის (81') გოლების წყალობით, პეტრო არენაზე „გაგრა" დაამარცხა, რომელიც რაღა დაგიმალოთ და მხოლოდ, თბილისურ „დინამოსთან" შეხვედრებისას ხარჯავს მთელს ენერგიას. შესაბამისად, „გაგრამ" 0-2 წააგო, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და გადათამაშების ზონასთან საკმაოდ ახლოსაა.
მეოთხე წრის დაწყებიდან დარჩენილ 8 ტურში, ალბათ, „კოლხეთი 1913"-მა მაქსიმუმი უნდა მოინდომოს და კონკურენტებმა პირიქით, რომ გუნდმა, გადათამაშებაში მოხვედრა მაინც მოახერხოს. სეზონის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა კი, ამ ტურში, სახლში „სამგურალთან" წააგო, მიუხედავად იმისა, რომ თამაშში ფოთელთათვის სასიკეთოდ, მე-3 წუთზე, ვინისიუის ავტოგოლით დაიწყო. ამის შემდგე, „სამგურალმა" მოახერხა დაბრუნება და მე-18 წუთზე, დემურ ჩიხლაძის გოლით გაათანაბრა. თუმცა, ტაიმი, სტუმრებმა მაინც წააგეს, 2-1. 36-ე წუთზე ფოთელები გიორგი ხარებავამ დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტზე, ორწუთიან მონაკვეთში, ირაკლი ჯანჯღვან (48') და გიორგი ფანცულაიამ (50') ორი გოლის გატანა მოახერხეს და 2-3 დაწინაურდნენ. ფოთელებმა კი, თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს და მორიგ ჯერზე წააგეს.
ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართა. თბილისურმა „დინამომ", ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა და დაზავდა, 1-1. თუმცა, თამაში, უნდა აღინიშნოს მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა - ალბათ, მიმდინარე სეზონში რაც დედაქალაქურ „დინამოს" აკლია, ეს კარში დარტყმები, უფრო ზუსტად კარის ჩარჩოში დარტყმებია. დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მსაჯებიდან VAR-ზე ყველაზე მეტად დამოკიდებულმა (ბათუმელთათვის მიცემული 7 ყვითელი ბარათის მიუხედავად, რის გამოც, მომდევნო შეხვედრებში აჭარულ გუნდს დააკლდება მოთამაშეები), მსაჯმა თბილისური გუნდის საზიანოდ არაადექვატური გადაწყვეტილებები მიიღო (არ ჩათვლილი გოლი, თამაშისთვის გასულ კომპენსირებული დროის შემდეგ (ბუნებრივია, რაც მხოლოდ მსაჯმა იცისო, უყვართ თქმა ჩვენს „კომენტატორებს") დანიშნული პენალტი, თან როცა VAR-ის ოთახში, კუთხურობას არ შემომედავოთ და ქუთაისელი, თანაც წლების მანძილზე ნანახით, თბილისური გუნდის ყველაზე მოძულე მსაჯია), თბილისელთა ბოლო ფაზაში თამაში, არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ლადო კაკაშვილს, ეს სეგმენტი, დარჩენილ ტურებში, თუ გუნდს, უნდა სამეულში მოხვედრა აუცილებლად გამოსასწორებელი აქვს. ანგარიში კი, 59-ე წუთზე ირაკლი სირაძემ ონორე გომესის გადაცემის შემდეგ გახსნა, რომელმაც თავის მხრივ „ვერ" მოახერხა ერთი-ერთზე დარჩენილმა ბათუმელთა კარში ბურთის გადაგზავნა. ანგარიში კი აჭარულმა კლუბმა, მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის გასვლის შემდეგ, დაახლოებით, მე-7 წუთზე დაფიქსირებული და მე-9 წუთზე გატანილი პენალტით გაათანაბრეს. დასკვნები, თქვენთვის მოგვინდია...
ეროვნული ლიგის მომდევნო, 29-ე ტური კი, 21 და 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
სატურნირო ცხრილი
სტატიაში გამოყენებულია სკ „თელავის" ფოტოები