
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 24 და 27 ოქტომბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ირის ანტმანის შეგირდები, თავდაპირველად პეტრო არენაზე, შემდეგ კი, მიხეილ მესხზე, მოლდოვას ქალთა ეროვნული ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ინფორმაცია საქართველოს ქალთა ლიგის დასრულებამდე ვადამდე ადრე გრძელი მარათონის გამარჯვებულმა, თბილისის „ნიკე-ლუსოს" სოციალური ქსელით გავრცელდა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში გუნდიდან 12 ფეხბურთელს დაუძახეს. საერთო ჯამში კი, სანაკრებო თამაშებისთვის კლუბიდან 16 ფეხბურთელია გამოძახებული.
თბილისური გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელი, არინა სიტნიკავა და იულუა სლიასარჩიკი ბელარუსიის ნაკრების შეკრებაზე არიან გამოძახებულები და 25-28 ოქტომბერს მალტის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ეს, რაც შეეხებოდათ ეროვნული ნაკრებების ასაკობრივ კატეგორიას. თუმცა ნიკელთა კიდევ ორი წარმომადგენელი, ანასტასია ბუჩუკური და თეკლა ბერიძე 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.
ჩვენის მხრივ შევეცადეთ გაგვერკვია ქალთა ეროვნულში გამოძახებული ფეხბურთელების ვინაობა. მაშ ასე, ირის ანტმანს შეკრებაზე ჰყავს მეკარეები: სვეტლანა გაბელაია („ნიკე ლუსო"), თათია გაბუნია („ლანჩხუთი"), თეონა სუხაშვილი („ნიკე-ლუსო"), ეკა თაბაგარი („ელიტა"); მცველები: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო"), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი"), სოფიკო ნარსია („ნიკე-ლუსო"), თაკო ტატუაშვილი („ნიკე-ლუსო"), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო"), ანი აკობიძე („ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა („ელიტა"); ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი"), ნათია დანელია („ნიკე-ლუსო"), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო"), თიკო ამბალია (პრაღის „სპარტა", ჩეხეთი), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო"); თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჰაპოელ თელ-ავივის", ისრაელი), მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო"), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლისო"), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო"), კესო მეტონიძე („რაჭა 2020"), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი").
ქალთა ფეხბურთის გულშემატკივარი შეამჩნევდა რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, ირის ანტმანის შემადგენლობაშია ანა ჩემინავა. ოქტომბრის ამხანაგურ თამაშებზე ნაკრებთან ერთად იქნება გამოცდილი მცველიც მარიამ კალანდაძე.





ჩვენ








