ოქტომბრის ბოლოს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს მნიშნელოვანი ტურნირი ელის
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს მნიშნელოვანი ტურნირი ელის
16.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

22-30 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. გუნდს, მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ არის სალომე ხუბულური, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ტატა მატვეევა უხელმძღვანელებს.  


აღნიშნული თამაშებისთვის მატვეევას გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მოემზადება. შეკრებაზე კი, მატვეევამ 20 ფეხბურთელს დაუძახა. მათ შორის არიან - მეკარეები: ელენე ბონდარევა („ნორჩები"), ანასტასია გოგელია („კოლხეთი" ხობი);  მცველები: ელენე ბოლქვაძე („ბათუმი"), ნინი ვეკუა („ნორჩები"), ნინო ნადარაია („კვარტალი"), ნინო დანელია („კოლხეთი", ხობი), ანი გოდერიძე („მართვე"); ნახევარდაცველები: მარიამ გასანოვა („კვარტალი"), ანა დოლიშვილი („ახალგორი"), ნინიკო ჩხეტიანი („რუსთავი"), ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო"), ნატო გუტიკაშვილი („რუსთავი"), ანი დავითულიანი („სამეგრელო"), ლიზი კაკულია („დინამო" სოხუმი), მარიამ ჯოჯუა („ელიტა"); თავდამსხმელები: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო"), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე" ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი („თეთრიწყარო"), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი").


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები B ლიგის მესამე ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინას, ლატვიასა და ყაზახეთის ასაკობრივი გუნდები იქნებიან. ტატა მატვეევას გუნდის თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:


24 ოქტომბერი, 14:00 / საქართველო - ყაზახეთი

27 ოქტომბერი, 11:00 / საქართველო - ლატვია

30 ოქტომბერი, 14:00 / ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო


ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი