
ქართველი ლეგიონერები რანგით მეორე, ევროპა ლიგაზე თამაშს შეუდგნენ - ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ" ჯგუფურ ეტაპზე ესპანურ „ბიდასოას" უმასპინძლა, მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ" - შვეიცარიულ ბე-ეს-ვეს.
A ჯგუფში მოთამაშე კბილაშვილის გუნდმა დასანანი მარცხი განიცადა. ფრედ (16-16) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ევროტურნირებზე გამოცდილ ესპანელებთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს და მინიმალური სხვაობით - 33-34 დამარცხდნენ. ქართველმა ლეგიონერმა ორი ბურთი გაიტანა და ექვსი ასისტი მიითვალა.
„პოტაისა" მდგომარეობის გამოსწორებას 21 ოქტომბერს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ფრანგულ „სენ რაფაელთან" გასვლით შეხვედრაში შეეცდება.
B ჯგუფში მოთამაშე „ოსტროვიამ" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით გახსნა. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 32-28 დაამარცხეს ბე-ეს-ვე. პოლონელთა გამარჯვებაში გავაშელიშვილის წვლილი ერთ გატანილ ბურთში აისახა.
„ოსტროვია" ჯგუფის მეორე შეხვედრას გერმანულ „კილთან" 21 ოქტომბერს ჩაატარებს.





ჩვენ







