ქალთა ლიგაზე გამოცხადებული შესვენების დროს, გოგოებმა საქართველოს თასის ¼ ფინალი ითამაშეს
ქალთა ლიგაზე გამოცხადებული შესვენების დროს, გოგოებმა საქართველოს თასის ¼ ფინალი ითამაშეს
16.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ლანჩხუთი", „ნიკე-ლუსო", „ელიტა" და ალბათ, დიდი ალბათობით, ამ გუნდებს შეუერთდება თბილისის „კვარტალიც", რომელთან თამაშზეც მეტოქე, ჩხოროწყუს „სამეგრელო" არ გამოცხადდა - ეს არის იმ გუნდების ჩამონათვალი, რომელიც ქალთა თასის 2025 წლის ფინალური საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.


ფეხბურთში, საქართველოს თასის გათამაშება პირველად გუნდების გაზრდილი რაოდენობით, თუმცა, ძველი ფორმატით ტარდება. ტურნირის ზედა ლიგის ათი გუნდი მონაწილეობს. გათამაშების ფორმატის მიხედვით, თავდაპირველად, შესარჩევი ეტაპის თამაშები გაიმართა და იმ ორი გუნდი ვინაობა გაირკვა, რომლებიც, ¼ ფინალში, უკვე დანარჩენ 8 გუნდთან ერთად გააგრძელებდნენ ასპარეზობას. შესარჩევი ეტაპის თამაშები 27  სექტემბერს გაიმართა:


 „რაჭა 2020" - „ნორჩი დინამო" 7-0

„ვერე" - „მართვე" 0-2


შესაბამისად, გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ქალათა ლიგის დებიუტანტი „რაჭა 2020" და „მართვე" გავიდნენ. რაჭველების გუნდი, ქალთა ლიგის ჩემპიონს, „ნიკე-ლუოსოს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 8-1 გავიდა.  თავის მხრივ, „მართვე", ანგარიშით 0-5 დამარცხდა „ლანჩხუთთან", რომელიც თავის მხრივ, საქართველოს თასის 2019 და 2021 წლების გათამაშების გამარჯვებულია. პირადად ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, „ბათუმის" მარცხი. აჭარული გუნდი, თბილისის „ელიტამ" 5-1 დაამარცხა.


საქართველოს თასის 1/2 ფინალები 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.



ფოტო: © ნიკე-ლუსო