
ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ოქტომბრის სანაკრებო თამაშების თაობაზე, პირად სოციალურ ქსელში, კომენტარი გააკეთა გიორგი მიქაუტაძემაც, რომლისგანაც ქართველი გულშემატკივარი სასწაულებს ელოდება, თუმცა, ამ ფანჯარაში, ჟორჟი ცოტა არ იყოს „დაგვეკარგა" და გუშინაც, მისგან „სასწაული" ვერ ვნახეთ.
„რა თქმა უნდა, ამ ორ მარცხით ძალიან ვართ დამწუხრებულნი, და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ თვითკრიტიკა, რათა გავიგოთ, რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო - და ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უდიდესი ძალით: თქვენით!
გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისთვის - ესპანეთიდან თურქეთამდე. თქვენ საოცრები იყავით, და ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ, რა დიდი ბედნიერებაა, რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ერი ჩვენს გვერდით.
გმადლობთ ყველაფრისთვის", - წერს მიქაუტაძე, რომელიც 46-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის ორივე საკვალიფიკაციო თამაში წააგო.