
საქართველოს ეროვნული ნაკრების დასანანი, თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით დამსახურებული მარცხის შემდეგ, ქართველთა გუნდის თამაშიდან გამომდინარე, ჩვენს საფეხბურთო წრეებში ბევრი მითქმა მოთქმაა. მატჩის შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ყურადღება გაამახვილა, რომ მინდორზე „აგრესიულ საქართველოს ნაკრებს" ელოდა. თავად ქართველთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, „მისმა გუნდმა, ვერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის შემდგომი ეიფორიიდან გამოსვლა"... რა დაგიმალოთ და ამ კომპონენტში, ვილი სანილის ჩვენც ვეთანხმებით.
მატჩის შემდგომ, მედიასთან საუბრისას ფეხბურთელებმაც აღიარეს შეცდომები, თუმცა, შედეგს, რომელიც უკვე გვაქვს და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე გვტოვებს, ახლა, ვეღარაფერი შეცვლის. მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარ სოციალურ ქსელში, თამაშის შესახებ აზრი დააფიქსირა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვლავ კაპიტნის სამკლაურით გამოუძღვა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!" - წერს ხვიჩა.
სათამაშო ხარისხი ხარისხად და ამ თემაა კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ დღეს, ქოჯაელიდან სტამბულში ჩასულებს რაც თვალში მოგვხვდა ქუჩებში სიარულისას, დიდ ეკრანებზე თურქეთი-საქართველოს თამაშის ანალიზი. დეტალურად „ატრიალებდნენ" პირველი გოლის მომენტში, თუ როგორ იყო ორი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში. სატელევიზიო ენაზე გეტყვით, უჩვენებდნენ „სტოპკადრს" სადაც გავლებული იყო ხაზი თამაშგარეში მყოფ მოთამაშეების გამოსაყოფად და ასევე ფეხბურთელი, რომელიც მათი მიმართულებით ბურთს გზავნიდა... ამ დროს VAR-მა ეს მომენტი „გამაზა", ან ნებით, ან უნებლიედ.
როგორც მინდორთან ახლოს მყოფმა, კარგად დავინახე, პირველ ტაიმში თურქთაგან ერთ-ერთს როგორ ხვდება ბურთი ხელზე - ხვდება, ითამაშა სხვა ამბავია. VAR-მა არც კი განიხილა. თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა მომენტი. ალბათ გახსოვთ, აუცილებლად მოხვდებოდა კადრში, როგორ სთხოვენ მსაჯს განმარტებას კვარაცხელია და ქოჩორაშვილი... მიუხედავად ყველაფერი ამისა, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების თამაშისა და მითუმეტეს მარცხის გამართლება დაუშვებელია. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ პრესტიჟისთვის, ნოემბერში მაინც, ქულების მაქსიმუმი (6) თუ არა, ჩვენთვის მისაღები მინიმუმია (4) ქულის დაგეგმვას და აღებას მაინც მოვახერხებთ.
სპეციალურად სტამბოლიდან